ფოტო მისი განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ,,ფოტოსესია'' პრაქტიკულად ჰაერში გამოეკიდა! ყველგან შეგიძლიათ მასზე გაიგოთ და რაც მთავარია შეგიძლიათ მონაწილეობაც მიიღოთ.
მომსახურება ,,ფოტოსესია'' ჩვენს დროში არა მხოლოდ მოდელებში და ვარსკვლავებშია მოთხოვნადი, არამედ აბსოლუტურად ყველა მსურველში. ქალები უფრო ღიები არიან ამ შემოქმედებაში ვიდრე კაცები. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
ბევრი ლამაზი სქესის წარმომადგენელი დიდხანს ფიქრობს თავისი თავისთვის ფოტოსესიის მოწყობაზე, მაგრამ ჩვენ გვიჩნდება კითხვები:
როგორი ფოტოსესია გავაკეთოთ? როგორ სტილში უნდა იყოს ის? რისთვის ვაკეთებ მე ამას?
მაგრამ რომ გავარკვევთ რა გვსურს ჩვენ მაშინვე ვეცემით ფოტოების გადასაღებად. რა თქმა უნდა ყოველთვის არ ვიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ გულის სიღრმეში წარმოვიდგენთ.
შევეცდებით ცოტა გავეცნოთ საქმის ვითარებას.
ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ჩვენ!
განვიხილოთ ყველაზე ხშირი მიზეზები ფოტოსესიის.
1-ი მიზეზი
ჩემს მეგობრებს აქვთ შესანიშნავი ფოტოები მე კი არა და არ მინდა მათ ჩამოვრჩე.
ასეთ შემთხვევაში ფოტოსესია შეიძლება გავაკეთოდ ექსტრავაგანდული, ხასხასა, არაორდინალური, მოკლედ, რომ ვთქვათ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ ჩვენი შურდეთ.
თქვენ გამოეყოფით გარშემომყოფებს თქვენ მოგწერენ კომპლიმენტებს, ან არ გეტყვიან კომპლიმენტებს ( ადამიანებზეა დამოკიდებული ), რომ დასწიონ დაბლა თქვენი ფოტო რეიტინგი, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი რეაქციისთვის, მაგრამ მთავარია არ მოვყვეთ ჩვენი თავის ხაფანგში.
2-ე მიზეზი
გსურთ აღბეჭდოთ თქვენი თავი ისეთ, როგორიც ხართ ახლა, რომ მომავალში დაათვალიეროდ.
ამ შემთხვევაში ფოტოსესია ჯობია იყოს მსუბუქი, არანაირი საღამოს ჩაცმულობა, ფანტასტიური ,,ქრეიზი" იმიჯი.
თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ბუნებრივად, ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში. ადგილი ფოტოსთვის უნდა შეარჩიოთ ან პარკში ან კაფეში, ან უბრალოდ კარგი ადგილი სადაც თქვენ გიყვართ სეირნობა. პოზები ბუნებრივი, ემოციები პირადული, რომლებიც მთლიანად დახატავენ თქვენს პირად პორტრეტს.
3-ე მიზეზი
დაიპყრათ კაცი.
გავყოთ ორ ვარიანტად.
ა)კაცი გყავთ მაგრამ გინდათ მათ დაუმტკიცოთ, რომ მის გვერდით ნამდვილი დედოფალია, უფრო ლამაზი ვიდრე მოდელები არიან ჟურნალში. ეს ფოტოსესია სპეც დავალებითაა შესრულებული.
გირჩევთ ფოტოსესია გააკეთოთ ბუდუარის სტილში. ასეთი სტილის ფოტოები ქმნიან ესთეტიურ სიამოვნებას და სექსუალურ მონდომებას. ლამაზი, თეთრი, კარგი ინტერიერი, ლამაზი გლუვი გადახრები. მაკიაჟი, ვარცხნილობა. მთავარი დავალებაა- ვნების აღძვრა თქვენს რჩეულში.
მთავარია: ამ ფოტოსესიისთვის შეირჩეს ისეთი საცვლები, რომლებიც გამოკვეთენ თქვენს ღირსებებს. ფოტოგრაფი უნდა აირჩიოთ უფრო ქალი ვიდრე კაცი. რატომ?
პირველ რიგში: თუ თქვენი რჩეული გაიგებს, რომ თქვენ პოზირებდით ვიღაც კაცთან, მას ეს ნამდვილად არ მოეწონება. თუნდაც მან არ ჩაგიტაროთ ეჭვიანობის სცენები, ის თავის გონებაში მაინც წარმოიდგენს ცუდ სცენებს.
მეორე რიგში: ბევრი კაცი ფოტოგრაფები სურათებს უფრო ვულგარულებს ქმნიან.
მესამე რიგში: ქალი თქვენ ყოველთვის გაგიგებთ, ის ხომ ისეთივეა, როგორიც თქვენ, და მის წინაშე არ შეგრცხვებათ არც მუწუკის, არც დალურჯებული ადგილების და არც ზედმეტი ნაკეცის.
ბ) არ გყავთ კაცი და გსურთ მიიქციოთ ყურადღება.
ამ შემთხვევაში ფოტოსესია ,,ბუდუარის სტილში" არ მგონია გამოგადგეთ. თუ რა თქმა უნდა ის კაცი ერთი დღისთვის არ გსურთ ან ღამისთვის. თქვენი გმირი იხელმძღვანელებს ,,სექსუალური სურათებით", მაგრამ სერიოზულად არ აღგიქვამთ. ამიტომ უნდა იმოქმედოთ სხვა ტაქტიკით. უნდა წარსდგეთ მის წინაშე, როგორც იდეალური ქალი. ასეთი ფოტოები საჭიროებენ განსაკუთრებულ მიდგომას, გამოვიდეს ისეთი ფოტოები რომ თქვენი რჩეული წამოეგოს და მოვიდეს თქვენთან თეთრ ცხენზე ამხედრებული ან ბენტლიზე, ამაში დაგეხმარებათ ფოტოგრაფი. ამ ფოტოების საიდუმლოება, მიზიდულობაშია, რომელსაც თქვენ გამოასხივებთ, გამოხედვის, ღიმილის, და მოძრაობის საშუალებით ფოტოზე.
ბ) არ გყავთ კაცი და გსურთ მიიქციოთ ყურადღება.
ამ შემთხვევაში ფოტოსესია ,,ბუდუარის სტილში" არ მგონია გამოგადგეთ. თუ რა თქმა უნდა ის კაცი ერთი დღისთვის არ გსურთ ან ღამისთვის. თქვენი გმირი იხელმძღვანელებს ,,სექსუალური სურათებით", მაგრამ სერიოზულად არ აღგიქვამთ. ამიტომ უნდა იმოქმედოთ სხვა ტაქტიკით. უნდა წარსდგეთ მის წინაშე, როგორც იდეალური ქალი. ასეთი ფოტოები საჭიროებენ განსაკუთრებულ მიდგომას, გამოვიდეს ისეთი ფოტოები რომ თქვენი რჩეული წამოეგოს და მოვიდეს თქვენთან თეთრ ცხენზე ამხედრებული ან ბენტლიზე, ამაში დაგეხმარებათ ფოტოგრაფი. ამ ფოტოების საიდუმლოება, მიზიდულობაშია, რომელსაც თქვენ გამოასხივებთ, გამოხედვის, ღიმილის, და მოძრაობის საშუალებით ფოტოზე.
4-ე მიზეზი
გვესაჭიროება ხარისხიანი ფოტოები რეზიუმესთვის.
ეს კლასიკაა. ასეთ სურათებს აკეთებენ სტუდიაში ან შესაფერის ინტერიერში.
სურათები არ უნდა გამოყოფდნენ რაიმე ძალადობრივ ემოციებს, მოდელი უნდა გამოიყურებოდეს თავშეკავებულად და მეგობრულად. ტანსაცმელს არჩევენ საქმიანს თეთრი საყელოთი და სტილში ,,CASUAL".
აი ჩვენ განვიხილეთ ხშირად შემხვედრი მიზეზები ფოტოსესიისთვის.
არ იჩქაროთ ფოტოს გადაღება ჯობია დავფიქრდეთ, საინტერესო და ხარისხიანი ფოტოსესია გავაკეთოთ.
იყავით ინდივიდუალურები, გიყვარდეთ თქვენი თავი, შექმენით და მიიღეთ შესანიშნავი შედეგები. იმიჯმეიქერი: ნათია ყუშიტაშვილი.