საბაზო გარდერობი



          ყოველ დილით ჩვენ ვიძახით: - რა ჩავიცვა? ამის მთავარი მიზეზი არის საბაზო გარდერობის არქონა. ჩვენ კარადებში შეიძლება იყოს დამალული განძი, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომ მივიღოთ გადაწყვეტილება გარდერობის გადარჩევაზე და შემდგომ საბაზო გარდერობის შექმნაზეც ვიფიქროთ.საბაზო გარდერობის შექმნა არ ნიშნავს მარტო ახალი ტანსაცმლის შეძენას. თქვენ ძველ გარდერობშიც მოიძებნება ისეთი ტანსაცმელი რომლის გადატანას ამაყად შეძლებთ ახალ საბაზო გარდერობში.
 პირველ რიგში გადავარჩიოთ გარდერობი, ტანსაცმელი გავყოთ სამ ნაწილად: პირველ ნაწილში გადავდოთ ის ტანსაცმელი რომელიც გახუნდა, დალაქავდა, დასაკერებელია და ა.შ., მერე შეაკეთებთ.
მეორე ნაწილში გადავდოთ ის ტანსაცმელი რომელიც კარგ მდგომარეობაშია, რომელსაც საერთოდ არ იცმევთ და არც ჩაიცმევთ: დაგიპატარავდათ, ფასონი არ გიხდებათ და ა.შ., ჯობია ეს ტანსაცმელი გააჩუქოთ. მესამე ნაწილში კი უნდა დატოვოთ ის ტანსაცმელი რომელიც ძალიან გიხდებათ, მასში კარგად გრძნობთ თავს. ამასაც გადავარჩევთ  და ნაწილს ჩაიცმევთ სახლში. რაც დარჩა და რაც გადავა საბაზო გარდერობში აღწერეთ. შემდგომში როცა საყიდლების სიას დაწერთ ზუსტად გეცოდინებათ რა გაქვთ საყიდელი და რა გაქვთ უკვე გარდერობში.
 რაც შეეხება საბაზო გარდერობს დაიმახსოვრეთ  უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად საყიდლებზე გამოყოფილი თანხა. საბაზო გარდერობის ტანსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, შეკერილი ან ნაქსოვი კარგ მასალიდან, თქვენ არ ყიდულობთ საბაზო გარდერობს ერთი წლით.



 არ არი აუცილებელი იყოს ბრენდი (როგორ მიხვდეთ ბრენდია თუ არა ტანსაცმელი გასწავლით მოგვიანებით), საბაზო გარდერობის სტილი უნდა ემთხვეოდეს თქვენს სტილს.


წარმოიდგინეთ ცხოვრების წრე, დახატეთ იგი და დაყავით პროცენტულად.


ამ პროცენტების მიხედვით უნდა გაყოთ გარდერობიც, ხვდებით ალბათ რომ მეტ დროს ატარებთ ოჯახთან ანუ თქვენ მეტი დაგჭირდებათ თავისუფალი სტილის ტანსაცმელი, მეტ დროს სამსახურში ატარებთ საოფისე სტილი შეიძინეთ.


რა უნდა ჰქონდეს საბაზო გარდერობში?
გარდერობის 70% შეადგენს საბაზო გარდერობი და 30% მოდური სტილისტური ტანსაცმელი.
ტანსაცმელი უნდა იყოს ძირითად ფერების - შავი, რუხი, ბეჟი და ხაკი.
საბაზო ტანსაცმლის შეხამება უნდა იყოს იდეალური.



საბაზო ტანსაცმლის ჩამონათვალი:
  1. შავი პატარა კაბა
  2. შავი ტოპო
  3. შავი როლინგი
  4. თეთრი პერანგები
  5. ორი ბლუზა კრემის ფერის და თქვენი ტიპის ფერით
  6. კარდიგანო (არ აქვს მნიშლელობა სიგრძეს)
  7. შავი კლასიკური ბოლოკაბა
  8. ჟაკეტი და ორი პულოვერი
  9. ორეული შარვლით და ბოლოკაბით
  10. საოფისე და casual სტილის ორი კაბა
  11. ორი წყვილი ჯინსი
  12. სხვა და სხვანაირი მაისურები

 შემოდგომით და ზამთარში ემატება სპორტული ქურთუკი, ტყავის ქურთუკი, პალტო, ტრენჩი, თბილი -  შარვალი, ბოლოკაბა, ჯემპრი.


 არ დაგავიწყდეთ აქსესუარები:
ფეხსაცმელი იდეალში უნდა ჰქონდეთ ორ ორი წყვილი ყველა დასახელების.
ჩანთა მინიმუმ სამი: შავი კლაჩი, მხარზე ჩამოსაკიდი საშუალო ზომის ჩანთა და დიდი ორყურიანი ჩანთა.
დაამატეთ ქამრები, შარფები და მოსახვევები, სამკაულები, საათები, სათვალეები.


ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ გარდერობს გადაარჩევს პერსონალური სტილისტი. იგი შექმნის ახალ საბაზო გარდერობს, თქვენი ტიპის ფერების და ფიგურის მიხედვით. შეადგენს ტანსაცმელების კაფსულებს, გადაიღებს სურათებს და თქვენ ყოველ დილას ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა ჩაიცვათ.

                  შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ ფერებზე. ვის რა ფერი უხდება და რატომ არის აუცილებელი ჩაიცვათ მხოლოდ თქვენი ფერის ტანსაცმელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий