ჩემს შესახებ

ჯინსის ,,ფანტაზიები"

 ჯინსის ტანსაცმელი შემოვიდა ჩვენს გარდერობში ძალიან ადრე და მინდა დავამატო, რომ დიდი ხნით. ნამდვილად ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება საყვარელი ჯინსების, ბოლო კაბების და შორტების გარეშე. და მართლაც რა მაგარია ლევი სტრაუსი, რას გავაკეთებდით მას, რომ ჯინსები არ მოეგონა! მართალია ისეთი ჯინსები, რომლებიც მან გამოიგონა არამგონია ჩვენ მოგვწონებოდა.... ხოლო ჩვენს დღევანდელობაში ნამდვილად დიდი არჩევანი გვაქვს. როგორც შეიცვალა მსოფლიო შორეული 1873 წლიდან, ასევე ჯინსებმაც განიცადა ბევრი ცვლილება. დრესღეობით ტანსაცმელი დენიმიდან ითვლება ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად მოდურ გარდერობში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის არის პრაქტიკულიც და უნივერსალურიც. მართლაც დენიმი ძალიან პრაქტიკულია და ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. სწორედ ეს მინდოდა მე მეჩვენებინა სეტებში- მრავალფეროვანი იმიჯი, ჯინსის ტანსაცმლით.

TOTAL LOOK დენიმიდან პოპულარულია ამ სეზონზე ნამდვილი ტრენდია! ასეთ total denim ისთვის უფრო მიღებულია ქვედა ნაწილი იყოს უფრო მუქი ვიდრე ზედა.



   ჯინსის ქურთუკმა ამ სეზონზე შეიძინა თავისი ,,მეორე სიცოცხლე".
 შესანიშნავად უხდება მსუბუქ კაბებს, სარაფანებს და არა მარტო მათ...




    ჯინსის პერანგი- დღესდღეობით ყველაზე შეუცვლელი ნივთია ქალის    გარდერობის. ძალიან პოპურალურია ამ სეზონზე.




    ნაცრისფერი ჯინსი ისევე როგორც კლასიკური ლურჯი ასევე ძალიან      აქტუალურია. 




   ახლა კი ნიმუშები ჯინსის სხვადასხვა ფასონების.








   ვინ იფიქრებდა, რომ ძალიან ადრე შორტები, რომელიც ითვლებოდა ბავშვის  ტანსაცმლის ატრიბუტად და არ შედიოდა დიდი ადამიანის გარდერობში, ეხლა  გახდებოდა სწორი ფეხების მქონე გოგონას შეუცვლელი ტანსაცმელი.
 ასევეა ბოლოკაბები პრაქტიკული და კომფორტული ვარიანტები. არ მგონია, რომ  ყურადღება შეიძლება შევაჩეროთ მხოლოდ კლასიკურ ლურჯ ფერზე.





 ასევე კაბები დენიმიდან ძალიან აქტუალურია.



 ამით დავასრულეთ! ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის! თქვენთან იყო იმიჯმეიქრი: ნათია ყუშიტაშვილი.



მოდური სასკოლო ფორმა გოგონებისთვის

 1.სარაფანი

სარაფანი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ელემენტია გოგონას სასკოლო ფორმაში.

თქვენ თვითონ განსაჯეთ.
შევუხამოთ მას სხვადასხვა ბლუზები და ზედები და ყოველდღე მივიღებთ სხვადასხვანაირ იმიჯს.
ის შესანიშნავად უხდება შემოდგომა-გაზაფხულს, როდესაც გარეთ თბილა.

Модная школьная форма для девочек

2. ბოლოკაბა
როდესაც ვირჩევთ ბოლოკაბას ყურადრება მივაქციოთ ბოლოკაბას მიდი: მინი ბოლოკაბა არ შეესაბამება დრეს-კოდს, და ბოლოკაბაში მაქსი, ბავშვი თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს.


.Модная школьная форма для девочек

3. შარვალი
არ დაგავიწყდეთ, რომ სასწავლო წლის დაწყებისას ხან ცივა, ამიტომ თბილი შარვალი ურიგო არ იქნება გოგონას სასკოლო ფორმაში. მთავარია შევარჩიოთ ის მოდელი, რომელიც იდეალურად იჯდება ახალგაზრდა ლედის ტანზე. მანამ შეიძენთ შარვალს დარწმუნდით, რომ მასში თავისუფლად დადიხართ და კომფორტულად ჯდებით.

Модная школьная форма для девочек

4. პიდჟაკი
 როგორც წესია დიდად არ უყვართ სკოლის მოსწავლეებს, მასში სიარული ყოველდღე ხომ შეუძლებელია. ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებებზე, განსაკუთრებით მოზარდებში აუცილებელია მისი ყიდვა. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ კლასიკური სტილის პიდჟაკებს, რომელსაც რამოდენიმე სეზონი ჩაიცმევთ.

 Модная школьная форма 2013

6. კოფტა
 იდეალურია პიდჟაკის შიგნიდან ჩასაცმელად. ვირჩევთ ისეთ მოდელს, რომელიც არ ყვირის და ნაკლები დეკორი აქვს, და დამზადებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის მატერიისგან და გაუძლებს მრავალჯერად რეცხვას.

Модная школьная форма 2013

7. კაბები
 ძალიან ბევრი მოდელია:  ყოველდღიური და სადღესასწაულო, მსუბუქები თბილი სეზონისთვის და გამძლე, მრავალნაირი ფერის და მატერიის. აირჩიეთ ის, რომელიც იქნება შესაბამისი სიტუაციიდან გამომდინარე.

Модная школьная форма 2013


                            უჯრედში მხოლოდ რვეული არაა

 მოდური სასკოლო ფორმა 2013 წარმოუდგენელია ყველაზე ხასხასა ტენდენციის გარეშე- უჯრედი. დაიმახსოვრეთ, რომ უჯრედი ძნელად უხდება სხვა პრინტებს და ძნელად შეეხამება რთულ ტანსაცმლის სტილებს, ამიტომ სიფრთხილით მოეპყარით მას.

Модная школьная форма 2013
Модная школьная форма 2013

 ისე გააკეთეთ, რომ თქვენმა ტანსაცმელმა მიიზიდოს, მხოლოდ კარგი ნიშნები თქვენს დღიურში.
იმიჯმეიქერი: ნათია ყუშიტაშვილი.

საშემოდგომო იმიჯი

  თითქოს ჯერ აგვისტოა მაგრამ, ჩვენ მაინც სექტემბერზე ვფიქრობთ. ძალიან გვინდა  წარმოვიდგინოთ თუ რას ჩავიცმევთ, როდესაც აცივდება.
 ჩემმა ფანტაზიამ მიმიყვანა იქამდე, რომ შევქმენი სეტები სხვადასხვა ასაკისთვის და სტილისთვის.

 და აქვე გაგიზიარებთ ჩემო მკითხველებო!





















 და როგორი ფიქრები გაქვთ თქვენ შემოდგომისთვის? როგორი ფერები მოგწომთ, რომ ატაროთ შემოდგომაზე? როგორი ნივთები ტანსაცმელის, აქსესუარები?
მუდამ თქვენთვის იმიჯმეიქერი: ნათია ყუშიტაშვილი.