ჩემს შესახებ

ჯინსის ,,ფანტაზიები"

 ჯინსის ტანსაცმელი შემოვიდა ჩვენს გარდერობში ძალიან ადრე და მინდა დავამატო, რომ დიდი ხნით. ნამდვილად ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება საყვარელი ჯინსების, ბოლო კაბების და შორტების გარეშე. და მართლაც რა მაგარია ლევი სტრაუსი, რას გავაკეთებდით მას, რომ ჯინსები არ მოეგონა! მართალია ისეთი ჯინსები, რომლებიც მან გამოიგონა არამგონია ჩვენ მოგვწონებოდა.... ხოლო ჩვენს დღევანდელობაში ნამდვილად დიდი არჩევანი გვაქვს. როგორც შეიცვალა მსოფლიო შორეული 1873 წლიდან, ასევე ჯინსებმაც განიცადა ბევრი ცვლილება. დრესღეობით ტანსაცმელი დენიმიდან ითვლება ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად მოდურ გარდერობში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის არის პრაქტიკულიც და უნივერსალურიც. მართლაც დენიმი ძალიან პრაქტიკულია და ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. სწორედ ეს მინდოდა მე მეჩვენებინა სეტებში- მრავალფეროვანი იმიჯი, ჯინსის ტანსაცმლით.

TOTAL LOOK დენიმიდან პოპულარულია ამ სეზონზე ნამდვილი ტრენდია! ასეთ total denim ისთვის უფრო მიღებულია ქვედა ნაწილი იყოს უფრო მუქი ვიდრე ზედა.



   ჯინსის ქურთუკმა ამ სეზონზე შეიძინა თავისი ,,მეორე სიცოცხლე".
 შესანიშნავად უხდება მსუბუქ კაბებს, სარაფანებს და არა მარტო მათ...




    ჯინსის პერანგი- დღესდღეობით ყველაზე შეუცვლელი ნივთია ქალის    გარდერობის. ძალიან პოპურალურია ამ სეზონზე.




    ნაცრისფერი ჯინსი ისევე როგორც კლასიკური ლურჯი ასევე ძალიან      აქტუალურია. 




   ახლა კი ნიმუშები ჯინსის სხვადასხვა ფასონების.








   ვინ იფიქრებდა, რომ ძალიან ადრე შორტები, რომელიც ითვლებოდა ბავშვის  ტანსაცმლის ატრიბუტად და არ შედიოდა დიდი ადამიანის გარდერობში, ეხლა  გახდებოდა სწორი ფეხების მქონე გოგონას შეუცვლელი ტანსაცმელი.
 ასევეა ბოლოკაბები პრაქტიკული და კომფორტული ვარიანტები. არ მგონია, რომ  ყურადღება შეიძლება შევაჩეროთ მხოლოდ კლასიკურ ლურჯ ფერზე.





 ასევე კაბები დენიმიდან ძალიან აქტუალურია.



 ამით დავასრულეთ! ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის! თქვენთან იყო იმიჯმეიქრი: ნათია ყუშიტაშვილი.



Комментариев нет:

Отправить комментарий