გაუმარჯოს პრინტებს!

 ამ სტატიაში საუბარია იმაზე თუ როგორ შეუხამოთ  სხვადასხვა პრინტი ერთმანეთს სწორად  ისე, რომ იმიჯი გამოვიდეს ნამდვილად საინტერესო. ეს საქმე არ არის ადვილი, სამაგიეროდ ძალიან საინტერესოა! დარწმუნებული ვარ ყოველი გოგონას გარდერობში მოიძებნება ტანსაცმელი პრინტებით- თუნდაც ტრადიციული საზაფხულო ყვავილთა უზორები, აქტუალური გეომეტრიული ნახატები, ან პოპულარული ანიმალისტური მოტივები. და ასეთი სიყვარული ნახატებთან არაა გასაკვირი. პრინტები- ეს ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ქალურია, აი მხოლოდ არასწორი შეხამების დროს მათ შეუძლიათ ჩვენს საწინააღმდეგოდ ,,ითამაშონ" და ჩვენც ცუდათ გამოვიყურებოდეთ. რა თქმა უნდა შექმნა ჰარმონიული იმიჯი ტანსაცმლისგან, რომელსაც სხვადასხვა უზორი აქვს - ძალიან ძნელია და მოითხოვს არა მარტო გემოვნებას, არამედ პროფესიონალიზმსაც. მაგრამ არაფერია შეუძლებელი, და რა თქმა უნდა არსებობს რამოდენიმე წესი და რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება მოდური იმიჯის შექმნაში.
 აი რამოდენიმე მათგანი:
1. პრინტების შეხამება ერთმანეთში. ნივთებს ერთნაირი ორნამენტებით და ერთნაირი ნახატებით ადვილად შეუხამებთ ერთმანეთს: ხაზი- ხაზთან, ყვავილები - ყვავილებთან და ა.შ. მაგრამ არის პატარა ნიუანსი: ერთნაირი პრინტები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ზომით. მაგალითად დაბლითა ნაწილში კომპლექტის მსხვილი ნახატია, ხოლო მაგლითაში წვრილი, ან პირიქით.
 ამის გარდა უნდა აღინიშნოს რომ ძირითადი ფერი კომპლექტის უნდა იყოს ერთი წინააგმდეგ შემთხვევაში უგემოვნობა იქნება.


2. გეომეტრიული ნახატების შეხამება გვაძლევს ძალიან საინტერესო ეფექტს. და ასეთ პრინტებს მიეკუთვნება ხაზები, რომბები, ნახატი ,,ბატის თათი" და ა.შ. აქაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ზემოთ აღნიშნული წესით ხაზი-ხაზთან, რომბი-რომბთან.




3. ყვავილოვანი პრინტები კარგად გამოიყურება გეომეტრიულ ნახატებთან. რაც შეეხება 2x შეხამებას  ყვავილთა ნახატების ერთ კომპლექტში ის შეიძლება ღამის საცვალს დავამგვანოდ, რაც ნამდვილად არაა სასურველი.


4. ლეოპარდის პრინტი ტანსაცმელში ყველაზე ძნელია. სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ,, ზედმეტი" არ მოგვივიდეს ნახატი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგვივა აშკარა ვულგარულობა. ეს არის საკმაოდ აქტიური ნახატი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ მასთან . ერთი ნივთი ანომალური პრინტით იმიჯში სავსებით საკმარისია ან კიდევ შეგვიძლია გამოვიყენოთ აქსესუარებში. ყველაძე არაწამღებიან ვარიანტად ითვლება ლეოპარდის და ყვავილოვანი პრინტების შეხამება.

5. გველისებური პრინტის შეხამება თავისთავად ძალიან ძვირადღირებულია, ამიტომაც არ ითხოვს ის ძირითადად დამატებას. ყველაზე კარგია გველისებური პრინტის შეხამება იდენტური ფერების ნივთებთან, ასევე სასურველია მკაცრი დაფარვა მკვეთრი ხაზებით. ჩემი აზრით გველისებური პრინტები შესანიშნავად გამოიყურება აქსესუარებში!

 ტანსაცმელი პრინტებით საკმაოდ ნათელია და სუყველა არ არის რეკომენდირებული ყოველდღიური გამოყენებისთვის. მაგალითად ანიმალისტური პრინტები შესანიშნავია საღამოებისთვის, გეომეტრიული-სამუშაოსთვის და აი მსუბუქი ყვავილების პრინტი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

  ყველას გისურვებთ მხოლოდ წარმატებულ ექსპერიმენტებს და მადლობა ყურადღებისთვის.



2014 წლის ჯინსები-თანამედროვე ქალის უნიფორმა



ბოლო დროს უფრო ხშირად ვხვდებით ბევრი ქვეყნის ქალაქებში, ქალბატონებს ჯინსებში და ტრიკოტაჟულ მაისურებში. არ გჯერათ? შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი და გარეთ ყოფნისას ნახოთ, რამდენს შეხვდებით ასეთ ფორმაში. მაგალითად მე შემხვდა 9 ქალბატონი 10 დან.
 და რა უნდა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა ძალიან კომfორტულია მასში სიარული. მაგალითად მე ძალიან მიყვარს ჯინსები და ხშირად დავდივარ მასში. მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ მასაში არ ავირიოთ და განსხვავებულები ვიყოთ გაგიწევთ რეკომენდაციას:
  • აირჩიეთ უფრო ქალური მაისურები ან ბლუზები ჯინსებზე. ვინ თქვა რომ ჯინსებზე მხოლოდ სპორტული მაისურები მიდის. შეიძლება რომანტიულიც. ეს შარმს შესძენს თქვენს იმიჯს.
  • აირჩიეთ აქსესუარები. შარფები, საყურეები, ბრასლეტები- ეს არის ის რაც მიიზიდავს თქვენსკენ ყურადღებას.
  • აირჩიეთ ფეხსაცმელი ან შპილკაზე ან ბუტილიონები. ძალიან სექსუალურია. დამიჯერეთ ეს გაცილებით სექსუალურია ვიდრე შლოპანცები ან ბალეტკები.
 შეგიძლიათ აკეთოთ ექსპერიმენტები. ხანდახან როდესაც გვგონია, რომ გვაცვია უბრალოდ, ის ხდება ხოლმე ძალიან მოდური ჩაცმულობა. ასე, რომ სცადეთ ყველაფერი და შემდეგ გააკეთეთ დასკვნები რა გიხდებათ და რა არა.

 წარმატებებს გისურვებთ.