ZARA ახალი კოლექცია

  თბილისში გახსნილია ZARA-ს  მაღაზიები, რომლებიც მდებარეობს თბილისიმოლში და რუსთაველის 42. ალბათ ყველამ არ იცის, რომ ყოველ სამშაბათს და პარასკევს ხდება კოლექციის განახლება.
   კომპანიამ ZARA სეზონზე შემოდგომა-ზამთარი 2013-2014 მიიპყრო ბევრი მოდური ადამიანის ყურადღება წარმოდგენილი დიდი რაოდენობის ახალი ტენდენციებით, რომლებიც გამოიტანა ბევრ მოდურ პოდიუმზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დაწყებული მამაკაცის მდიდარი კოლექციით და დამთავრებული ქალის კოლექციით, რომელიც მდიდარია შემოდგომის ნაცრისფერით. წარმოდგენილია ასევე ჰაეროვანი კაბები, რომლებიც გახსენებენ კომბინაციას კრუჟევოებით. კომპანიის გადაღებები იწარმოებოდა ლონდონში- ქალაქში რომელიც შესანიშნავად ავსებს მუქ  ტანსაცმელს და საქმიან სტილს, რომელსაც ამჯერად ZARA წარმოგიდგენთ. რეკლამური კამპანია წარმოადგინეს ცნობილმა მოდელებმა ჯულია ნობისმა, ჯულიან გრუნერმა, მიიო მიხაილიჩმა, ეშლი გუდმა, ქეროლაინ ბრაშ ნილსენმა. და გადაიღო ცნობილმა მთელს მსოფლიოში ფოტოგრაფმა პატრიკ დემარშელიერმა.


  რეკლამურ კომპანიაში ZARA განიხილება ორი თემა. პირველი - ეს არის კონსერვატიული, და საქმიანი სტილი, წარმოდგენილი ელეგანტური მოდელებით 90- იანი წლების. ქურთუკები მასიური მხრებით ამ სეზონზე გახდა მთავარი ტანსაცმელის ელემენტი, რომლებშიც ჩნდება ნოსტალგია 90-იანი წლების, თუმცა კოლექციაში არსებობს კიდევ რამოდენიმე მინიშნება ამ სტილზე, მაგალითად ფუტურისტიკული წარწერები ზოგიერთ ტანსაცმელზე, პალტოები და ჟაკეტები არაერთი შესაკრავით და ქურთუკები მინიმალისტიკურ დიზაინში.


 ესპანურმა მარკამ გვერდი არ აუარა არც ქალურ ხაზს, წარმოადგინა ფერადი კაბები ამ ქურთუკების შესაფერისი და თვალისმომჭრელი კაბები კომბინაციის სტილში. იმის მიუხედავად, რომ ზაფხული უკვე გავიდა ქალებს ZARA-სთან ერთად შეუძლიათ გამოაჩინონ თავისი ფეხები, თუკი აირჩევენ კაბების და ბოლოკაბების  მოდელებს მუხლს ქვემოთ.


ZARA-ს ახალი კაბები გამოირჩევიან თავისი მომხიბვლელი თვისებებით - ისინი შეფერადებულია ფერადი ყვავილების პრინტით შემოდგომის ფერებში, და მეორე - ისინი შექმნილია ნახევრადგამჭირვალე მატერიებისგან. ეს ტენდენციები გამოიყურება ძალიან ელეგანტურად, მაგრამ ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავის მოწონება თავიანთი სიმაღლით ან არ გააჩნიათ ისეთი სხეული, რომელსაც გაუკეთებენ დემონსტრირებას არ ვურჩევ ამ ტენდენციების ჩაცმას.



ZARA-ს კოლექცია შემოდგომა-ზამთარი 2013-14 ამტკიცებს ერთ რამეს, რომ ცნობილი, ლეგენდარული, ესპანური მარკა როდესაც საქმე ეხება პოდიუმურ ტენდენციის სტილს  არის ერთ ერთი მთავარი  სულის ჩამდგმელი. და ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის ცივ დღეებში ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ არამარტო სტილში ,,გრანჟი არამედ მამაკაცურ სტილშიც, ან შესანიშნავ ანსამბლში სტილში ,,ბოხო".


 როდესაც საქმე მიდის ხასიათზე ამაში დაგეხმარებათ ZARA-ს  აქსესუარები- ახალი მოდური ფეხსაცმელი, შესანიშნავი ჩანთები, ელეგანტური ფარფლიანი ქუდები, და ლამაზი სამკაულები.


სტილის შევსებაში რეკლამური კომპანიის ZARA-ს დაგეხმარებათ საშუალო სიგრძის გასწორებული თმა. ან ეფექტი სველი თმის, რომელიც შესანიშნავად შეესაბამება გაშლილ კაბებს და არბილებს მამაკაცური ქურთუკების მოქმედებას


 ამ სეზონის მაკიაჟი ორიენტირებულია ბუნებრივ და პასტელურ ფერებზე. ასევე ბუნებრივი მაკიაჟი საშუალებას მოგცემთ, რომ გამოიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად. ახალი სეზონის ფერებია- შავი, თეთრი, ვარდისფერი, მუქი ლურჯი, და სხვა მუქი ფერები. განსაკუთრებულად მოდურად გამოიყურება თეთრი და შავი კომბინაციები და ZARA-ს კოლექცია შემოდგომა-ზამთარი  2013-2014 სწორედ ამას ამტკიცებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий