სამწუხაროდ ბევრ ქალბატონს არ ააქვს ეფექტური და მისთვის შესაფერისი ვარცხნილობა.
მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა,დროის უქონლობის გამო სალონში არ წაუსვლელობა, სახლის პირობებში თმის ღებვა, მოდური ტენდენციების არ ცოდნა, და არ ცოდნა თქვენი თმის ფერის და ვარცხნილობის შერჩევა თქვენივე სახის ტიპოლოგიიდან გამომდინარე.
ნიშანი№1
ვარცხნილობა არ უხდება თქვენს სახის ფორმას.
სახის იდეალურ ფორმად ითვლება ოვალი. სწორედ ასეთი სახის ფორმისკენ უნდა მიისწრაფვოდეთ ვარცხნილობის არჩევისას. თუ თქვენი სახის ფორმა არ არის იდეალური, მაშინ უნდა აირჩიოთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც კორექტირებას გაუკეთებს თქვენს სახეს და მოუხდება თქვენი სახის ნაკვთებს.
ნიშანი№2
სახის ფორმა და თმის სტრუქტურა-ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იდეალური ვარცხნილობის შერჩევისას. თმა შეიძლება იყოს მაგარი, თხელი, ძნელად დასამორჩილებელი, ცხიმიანი, გამომშრალი ან ხვეული. თუ ამ ფაქტორებს არ გაითვალისწინებს თქვენი დალაქი, მაშინ თქვენი ვარცხნილობა ლამაზი არ იქნება. ხოლო მომავალში თქვენ დაუპირისპირდებით იმ პრობლემას, რომ თმას ვეღარ დაიყენებთ.
ნიშანი№3
აქ ყველაფერი ბანალურად მარტივია-ასეთი ვარცხნილობა ყველაზე ხშირად წარმოადგენს იმის შედეგს, რომ დიდი ხანია არ ყოფილხართ დალაქთან. თქვენმა ვარცხნილობამ დაკარგა ფორმა, მოცულობა და მოითხოვს განახლებას.
ნიშანი№4
თუ თქვენ ხშირად იღებავთ თმას მაშინ კარგად უნდა შეარჩიოთ თმის ფერი. დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს ცუდი ფერი, არსებობს მხოლოდ ფერი, რომელიც თქვენს სახეს არ უხდება! რეგულალურად გაანახლეთ თქვენი თმის ფერი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უკვე ამოსული თმის ძირები, და ჩამორეცხილი თმის ფერი ძალიან ცუდი შესახედავია. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ სხვადასხვა ტმის დასაბანი საშუალებების და წყლის საშუალებით საღებავის პიგმენტები ირეცხება თმიდან. ამიტომ თუ თქვენ შეღებილი თმა გაქვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის დასაბან საშუალებებს. ყველაზე საუკეთესო კი ის იქნება, რომ ამის შესახებ თქვენს დალაქს ჰკითხოთ.
ნიშანი№5
არამოდური ვარცხნილობა.
რა თქმა უნდა ისეთი ვარცხნილობები როგორიცაა ,,კარე“ და გრძელი თმები არ ექვემდებარება მოდას და დროს. მაგრამ ვარცხნილობები 80-x 90-x-იან წლების სტილში დიდი ხანია აღარ არის აქტუალური. მაგრამ ბევრი ქალბატონი ატარებს იმ ვარცხნილობას რომელიც მოდაში იყო 90-იანებში ეხლაც 21 საუკუნეში.
და ეხლა როდესაც თქვენ უკვე წაიკითხეთ სტატია და გაარკვიეთ მთავარი მახასიათებლები შეგიძლიათ ჩაიხედოთ სარკეში და და დააკვირდეთ თქვენს ვარცხნილობას.
თუ თქვენ მოგბეზრდათ თქვენი ვარცხნილობა, არ მოგწომთ როგორ გამოიყურება თქვენი თმის ფერი და გსურთ განახლება მიმართეთ პროფესიონალს და შეუკვეთეთ
მომსახურება http://imagemaiker.jimdo.com/ იმისთვის რომ იყოთ თავდაჯერებულები შედეგში.
ბოლოს და ბოლოს მოიშორეთ უკვე მობეზრებული თმის ფერი და ულამაზო ვარცხნილობა. უკვე ხომ ნახეთ, რომ როდესაც შენს გარეგნობას ცვლი უკეთესობისკენ შენი ცხოვრებაც იცვლება უკეთესობისკენ.
გისურვებთ, რომ ყველა თქვენი ცვლილება უკეთესობისკენ იყოს!
Комментариев нет:
Отправить комментарий