ჩემს შესახებ

ფერების კომბინაცია ტანსაცმელში.

                     
 

ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი და ძირითადად  ტანსაცმელს ყიდულობს საყვარელი ფერის მიხედვით.
 ფერთა კომბინაციის გამოყენება არ არის ადვილი, მაგრამ თქვენ თუ გსურთ, რომ იყოთ ყოველთვის მომხიბვლელი, უნდა შეისწავლოთ ფერების შერჩევის რამოდენიმე წესი.
დაიმახსოვრეთ:
1. თქვენ ყველა ფერი არ გიხდებათ.
2. თქვენ გაგაჩნიათ თქვენი პირადი ტიპი ( რომელიც მიეკუთვნება ერთ ერთ სეზონის ტიპს - ზამთარი, გაზაფხული,ზაფხული, შემოდგომა) და ამ ტიპს მიეკუთვნება გარკვეული ფერები.
3. ყველა სტილში ჭარბობს ერთი ფერი. 



ეხლა კი ვისაუბროთ იმიჯის ფერებზე.

იმიჯის ლურჟი ფერი

ლურჯი ფერი -  ძალის და ავტორიტეტის სიმბოლოა. ეს ფერი უყვარს ინტელეგენციას, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს, მაგრამ იშვიათად იყენებენ. ლურჯის ყველა ფერი, დაწყებული ცისფერიდან და დამთავრებული მუქი ლურჯით აწყნარებს ადამიანს და ამასთანავე სიტუაციას აკონტროლებს. ეს ფერი უხდება საქმიან იმიჯს.
ძალიან ლამაზია ტანსაცმელში შემდეგი ფერების კომბინაცია: ცისფერის და ლურჯის, ცისფერის და  წითელის, ცისფერის და ყვითელის, ცისფერის და რუხის, ცისფერის და თეთრის.
არ შეიძლება კომბინირება ლურჯი ფერის ვარდისფერთან, ყავისფერთან და მწვანესთან.

იმიჯის მწვანე ფერი

უხდება როგორც ქერებს ასევე შავგვრემანებს. ეს ფერი ასვენებს, ზრდის სიცოცხლის უნარიანობას. იმის მიუხედავათ რომ ეს ფერი ნიშნავს მუდმივობას, ხშირად მწვანე ფერის კომბინაცია არასწორედ არის აღქმული სხვების მიერ.
ამიტომ საქმიან შეხვედრაზე არ ღირს წასვლა მწვანე ფერში.




                                                             იმიჯის წითელი ფერი

იმის მიუხედავათ რომ წითელი ფერი არის დომინანტური, ენერგიული არ ღირს ხშირად მისი გამოყენება. იგი მორალურად აწვება პატრონს და მის გარემოცვას,  რა თქმა უნდა თუ  გინდათ გამოხატოთ ღიად თქვენი სექსუალურობა მაშინ ეს ფერი თქვენია.
კომბინაციას ქმნის თითქმის ყველა ფერთან, არ ხდება კომბინაცია მარტო ყავისფერთან და ნარინჯის ფერთან.




საბაზო გარდერობი



          ყოველ დილით ჩვენ ვიძახით: - რა ჩავიცვა? ამის მთავარი მიზეზი არის საბაზო გარდერობის არქონა. ჩვენ კარადებში შეიძლება იყოს დამალული განძი, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომ მივიღოთ გადაწყვეტილება გარდერობის გადარჩევაზე და შემდგომ საბაზო გარდერობის შექმნაზეც ვიფიქროთ.საბაზო გარდერობის შექმნა არ ნიშნავს მარტო ახალი ტანსაცმლის შეძენას. თქვენ ძველ გარდერობშიც მოიძებნება ისეთი ტანსაცმელი რომლის გადატანას ამაყად შეძლებთ ახალ საბაზო გარდერობში.
 პირველ რიგში გადავარჩიოთ გარდერობი, ტანსაცმელი გავყოთ სამ ნაწილად: პირველ ნაწილში გადავდოთ ის ტანსაცმელი რომელიც გახუნდა, დალაქავდა, დასაკერებელია და ა.შ., მერე შეაკეთებთ.
მეორე ნაწილში გადავდოთ ის ტანსაცმელი რომელიც კარგ მდგომარეობაშია, რომელსაც საერთოდ არ იცმევთ და არც ჩაიცმევთ: დაგიპატარავდათ, ფასონი არ გიხდებათ და ა.შ., ჯობია ეს ტანსაცმელი გააჩუქოთ. მესამე ნაწილში კი უნდა დატოვოთ ის ტანსაცმელი რომელიც ძალიან გიხდებათ, მასში კარგად გრძნობთ თავს. ამასაც გადავარჩევთ  და ნაწილს ჩაიცმევთ სახლში. რაც დარჩა და რაც გადავა საბაზო გარდერობში აღწერეთ. შემდგომში როცა საყიდლების სიას დაწერთ ზუსტად გეცოდინებათ რა გაქვთ საყიდელი და რა გაქვთ უკვე გარდერობში.
 რაც შეეხება საბაზო გარდერობს დაიმახსოვრეთ  უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად საყიდლებზე გამოყოფილი თანხა. საბაზო გარდერობის ტანსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, შეკერილი ან ნაქსოვი კარგ მასალიდან, თქვენ არ ყიდულობთ საბაზო გარდერობს ერთი წლით.



 არ არი აუცილებელი იყოს ბრენდი (როგორ მიხვდეთ ბრენდია თუ არა ტანსაცმელი გასწავლით მოგვიანებით), საბაზო გარდერობის სტილი უნდა ემთხვეოდეს თქვენს სტილს.


წარმოიდგინეთ ცხოვრების წრე, დახატეთ იგი და დაყავით პროცენტულად.


ამ პროცენტების მიხედვით უნდა გაყოთ გარდერობიც, ხვდებით ალბათ რომ მეტ დროს ატარებთ ოჯახთან ანუ თქვენ მეტი დაგჭირდებათ თავისუფალი სტილის ტანსაცმელი, მეტ დროს სამსახურში ატარებთ საოფისე სტილი შეიძინეთ.


რა უნდა ჰქონდეს საბაზო გარდერობში?
გარდერობის 70% შეადგენს საბაზო გარდერობი და 30% მოდური სტილისტური ტანსაცმელი.
ტანსაცმელი უნდა იყოს ძირითად ფერების - შავი, რუხი, ბეჟი და ხაკი.
საბაზო ტანსაცმლის შეხამება უნდა იყოს იდეალური.



საბაზო ტანსაცმლის ჩამონათვალი:
  1. შავი პატარა კაბა
  2. შავი ტოპო
  3. შავი როლინგი
  4. თეთრი პერანგები
  5. ორი ბლუზა კრემის ფერის და თქვენი ტიპის ფერით
  6. კარდიგანო (არ აქვს მნიშლელობა სიგრძეს)
  7. შავი კლასიკური ბოლოკაბა
  8. ჟაკეტი და ორი პულოვერი
  9. ორეული შარვლით და ბოლოკაბით
  10. საოფისე და casual სტილის ორი კაბა
  11. ორი წყვილი ჯინსი
  12. სხვა და სხვანაირი მაისურები

 შემოდგომით და ზამთარში ემატება სპორტული ქურთუკი, ტყავის ქურთუკი, პალტო, ტრენჩი, თბილი -  შარვალი, ბოლოკაბა, ჯემპრი.


 არ დაგავიწყდეთ აქსესუარები:
ფეხსაცმელი იდეალში უნდა ჰქონდეთ ორ ორი წყვილი ყველა დასახელების.
ჩანთა მინიმუმ სამი: შავი კლაჩი, მხარზე ჩამოსაკიდი საშუალო ზომის ჩანთა და დიდი ორყურიანი ჩანთა.
დაამატეთ ქამრები, შარფები და მოსახვევები, სამკაულები, საათები, სათვალეები.


ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ გარდერობს გადაარჩევს პერსონალური სტილისტი. იგი შექმნის ახალ საბაზო გარდერობს, თქვენი ტიპის ფერების და ფიგურის მიხედვით. შეადგენს ტანსაცმელების კაფსულებს, გადაიღებს სურათებს და თქვენ ყოველ დილას ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა ჩაიცვათ.

                  შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ ფერებზე. ვის რა ფერი უხდება და რატომ არის აუცილებელი ჩაიცვათ მხოლოდ თქვენი ფერის ტანსაცმელი.

jinsi 2013



















როგორ შევცვალოთ იმიჯი?



              წინა სტატიებში ჩვენ ვისაუბრეთ  იმიჯის შეცვლის აუცილებლობაზე,  ეხლა კი ვისაუბროთ  იმაზე თუ „როგორ შევცვალოთ იმიჯი?
          ჩვენ უკვე ვიცით რომ ყველა ქალბატონს გააჩნია თავისი ინდივიდუალური სტილი. ზოგს მოსწომს კლასიკური სტილი, ზოგი ქალბატონი კი ირჩევს სტილს -  ქალი-ვამპი.

         წლების მანძილზე სტილი თითქმის არ იცვლება, ძალიან იშვიათია თუ ქალბატონმა გადაწყვიტა ვარცხნილობის ან მაკიაჟის შეცვლა, გარდერობი კი სულ არ იცვლება ემატება მარტო ახალი ტანსაცმელი და  რა თქმა უნდა იგივე სტილში. სტაბილურობა კარგია მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში გვაქვს ისეთი სიტუაცია როცა გინდა რაღაცის შეცვლა,დაიწყო ახალი ცხოვრება.
კარგია თუ ქალბატონს აქვს კარგი გემოვნება და ხვდება როგორ უნდა გამოიყურებოდეს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ მამაკაცებმა ვერ მოაცილონ თვალი, აღტაცებულები იყვნენ მისი სილამაზით.
სამწუხაროდ გემოვნება ყველას არ აქვს, ზოგი ვერ ხვდება რა უნდა შეცვალოს თავის სტილში და ახალგაზრდებმა კი არ იციან როგორ შეარჩიონ საკუთარი სტილი.
         იმიჯის შეცვლაში დაგეხმარებათ თქვენი გამოსახულება სარკეში. დააკვირდით და მიხვდებით რომ თვალები ძველებურად არ გიბრწყინავთ, იშვიათად იღიმებით, დაღლილი სახე გაქვთ. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია რომ თქვენ რადიკალურად უნდა შეიცვალოთ.
გახსოვდეთ როცა ქალი გარეგნულად იცვლება ის იცვლება შინაგანადაც.
ქალბატონმა უნდა გააცნობიეროს რომ თუ უნდა  იმიჯის შეცვლა, ახალი იმიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული. იმიჯმეიქერი რამოდენიმე შეხვედრით აიღებს ყველა პარამეტრს და დახატავს რამოდენიმე ოპტიმალურ ვარიანტს კლიენტისთვის. ის ვარიანტი რომელიც მოეწონება კლიენტს აისახება შემდგომ ცხოვრებაში.
შეარჩიეთ ახალი იმიჯი, შემდეგი ნაბიჯია ვარცხნილობის შეცვლა. ერთ და იგივე იმიჯს უხდება რამოდენიმე ვარიანტი ვარცხნილობის და მთავარია შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი. არჩევა უნდა ეფუძნებოდეს  სახის და კანის ტიპს , ყურების ფორმას, შუბლის სიმაღლეს და ა.შ.
                  შემდეგი ნაბიჯია ვიზაჟისტი, ეჭვი მეპარება რომ თქვენი ძველი მაკიაჟი მოუხდეს ახალ ვარცხნილობას ( ისე რომ იცოდეთ მოდაშია მაკიაჟი Smoky Eyes). ვიზაჟისტი შეგირჩევთ და გასწავლით როგორ უნდა გაიკეთოდ ახალი  მაკიაჟი.


                 შემდეგი ნაბიჯი არის ყველაზე საინტერესო ახალი საბაზო  გარდერობის შექმნა. ახალი ტანსაცმლის ყიდვა რომელიც მოუხდება თქვენ ახალ იმიჯს და რაც მთავარია თქვენ კომპლექციას. ტანსაცმელმა უნდა დამალოს  ფიგურის ხარვეზები და ხაზი გაუსვას უპირატესობებს.  


                 შემდგომ ვყიდულობთ ფეხსაცმელების რამოდენიმე წყვილს. ძველი ფეხსაცმელი არ მოუხდება ელეგანტურ და მოდურ ქალბატონს.
               და  ბოლო ნაბიჯია, ჩვენი ახალი იმიჯი უნდა იყოს ცოცხალი-ბუნერივი ამაში ჩვენ დაგვეხმარებიან აქსესუარები - ბიჟუტერია, სათვალეები, ჩანთები, მოსახვევები, ქამრები და ა.შ.


    ეხლა კი შეგიძლიათ ჩაიხედოთ სარკეში, ვის ხედავთ? დაღლილ  ქალბატონს?  თუ დაინახეთ ულამაზესი, ბედნიერი, თავდაჯერებული, დახვეწილი ქალბატონი. დაამატედ საყვარელი სუნამო და დაიწყეთ ახალი ცხოვრება . 
                        
  წარმოიდგინეთ ეს  სურათი?

შემდეგ სტატიაში მე დაწვრილებით გასწავლით როგორ უნდა შეიძინოთ ტანსაცმელი, რას ნიშნავს საბაზო გარდერობი.  გარდერობის დათვალიერებისას თქვენ აღარ იტყვით „რამდენი ტანსაცმელი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა ჩავიცვა“.

სუნამო "Chanel ნომერი 5"

                                           
                    
                                                                 რას იცმევთ ღამით ?
                                                                  ოდნავ შანელ №5-ს
                                                                                       ( ინტერვიუ მერლინ მონროსთან)

სუნამოს შექმნის იდეა კოკო შანელს მიაწოდა  პოლონელმა-მეგობარმა მისია სერტმა -
რატომ არ შექმნი სუნამოს?


იმ დროის სუნამოებს (1920 წ.) აკეთებდნენ ბუნებრივ კომპონენტებიდან -  ჟასმინი, ლილი ხეობის, ვარდების, ამბრა, მუსკუს, ვივვერა და  ა.შ. სუნამო მზადდებოდა კომპონენტების შერევით. მაგრამ ცოტა ხანში შემოვიდა სინთეზური ინგრედიენტები, რომლებიც ამყარებდნენ სუნამოს სუნს.
სწორედ ამ დროს კოკომ გაიცნო ერნესტი ბო, მამამისი იყო ქიმიკოსი.

 ბო მუშაობდა სინთეზურ პროდუქტებთან - ალდეჰიდებთან, მაგრამ არავინ  იყენებდა ალდეჰიდებს, რადგან ძვირი ჯდებოდა და არ იყო მყარი. ბომ დაარწმუნა შანელი  რომ მოაგვარებს ამ პრობლემებს და შექმნის სუნამოს რამოდენიმე ვარიანტს. ბომ გამოიყენა 80 ინგრედიენტზე მეტი, დიდი რაოდენობით ჟასმინი და ალდეჰიდები.
1921 წელს ბომ შემოთავაზა კოკოს სუნამოების 2 სერია: ერთი სერია იყო დანომრილი №1-№5 და №20-№24. საბოლოო ჯამში, მან აირჩია ნომერი 22, რომლის გაყიდვა დაიწყო  რამდენიმე თვის შემდეგ და ნომერი 5, რომლის გაყიდვა იყო მიძღვნილი ახალი კოლექცის ჩვენებას 5 მაისს 1921წელს.

 

როგორ ავხსნათ გლობალური ტრიუმფი სუნამო "Chanel ნომერი 5?"
ალბათ იმით რომ "Chanel ნომერი 5" იყო და არის ორიგინალური და ხარისხიანი, მას გააჩნია იდუმალება, აქვს სენსაციური გაფორმება.


"Chanel ნომერი 5" არის სუნამოების კლასიკა.


ახალი იმიჯი? რა უნდა შევცვალოთ?





     წინა სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ იმიჯის შეცვლის 8 მიზეზზე,  ეხლა კი ვისაუბროთ  იმაზე თუ რა უნდა შევცვალოთ?
არსებობს კონცეფცია - სტილი. სტილს შეადგენს ტანსაცმლის, მაკიაჟის, ვარცხნილობის და აქსესუარების კომბინაცია.
         სტილი მრავალფეროვანია: კლასიკური, საქმიანი, რომანტიკული, სპორტიული, გლამური და ა. შ.
რით დავიწყოთ იმიჯის შეცვლა?
რა თქმა უნდა თუ მიმართავთ იმიჯმეიქერს-პერსონალურ სტილისტს უკეთესია, კონსულტანტი  შეადგენს სტილის პერსონალურ წიგნს, გაარკვევს რა ფერების ტიპს მიეკუთვნებით, რა ტიპის სხეული გაქვთ, რა  ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ, შეგირჩევთ ვარცხნილობას, გასწავლით მაკიაჟის შესრულებას, დაგიხვეწავთ  მანერებს, საუბარს, სიარულს და რაც მთავარია გასწავლით თუ როგორ უნდა  წარმოადგინოთ თქვენი თავი საუკეთესოდ.
 მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება იმიჯმეიqერის კონსულტაციის და ამიტომ მე დაგეხმარებით ჩემი ჩანაწერებით , თუ თქვენ გაგიჩნდებათ ჩემთან კითხვა შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და მე აუცილებლად გაქცემთ პასუხს, გაგიწევთ კონსულტანციას.

                               გაეცანით მარტივ რეკომენდაციებს:

  1. რადგან თქვენ გადაწყვიტეთ იმიჯის შექმნა, ისეგი თქვენ ცხოვრებაში არ არის ჰარმონია. წარმოიდგინეთ რომბი, ერთ გვერდზე დაწერეთ სხეული, მეორეზე საქმე, მესამეზე კონტაქტი, მეოთხეზე კი ფანტაზიები, ჰობი.

ა)  სხეული - დაფიქრდით მთელ ცხოვრების მანძილზე რამდენ ხანს  უთმობთ  თქვენ მას: სპორტდარბაზი, მასაჟი და ა.შ.
ბ)  საქმე - რამდენ დროს უთმობთ სამსახურს, ბიზნეს-პარტნიორებს.
      გ) კონტაქტი - მანიშნებელია იმისი თუ რამდენ დროს უთმობთ  ახლობლებს,          ნათესავებს , მეგობრებს.
       დ) ჰობი-ოცნებები, გეგმები, საინტერესო წიგნების კითხვა, კინო, კურსები.

              თუ თქვენ  თანაბარ დროს დაუთმობთ ოთხივე მიმართულებას მაშინ თქვენ    იქნებით კმაყოფილი თქვენი თავით და მიხვდებით რა არის ცხოვრების ჰარმონია.   

  1. თვითშეფასება და თავმოყვარეობა. თქვენ  არ ხართ დარწმუნებული თქვენ თავში? თვითშეფასება დაქვეითებულია? მაშინ კარგი იმიჯი არ გამოგივათ. თვითშეფასება უნდა იყოს ნორმალული, თქვენი მოქმედებები უნდა იყოს გამომდინარე  თქვენი დასახული მიზნებიდან, ზუსტად უნდა იცოდეთ რა გინდათ და როგორ უნდა მიახწიოთ დასახულ მიზანს. აქტიურ ადამიანს ჰგონია რომ მეტს გააკეთებს არარეალურ ვადებში, ვიდრე გააჩნია შესაძლებლობა. რა თქმა უნდა მას არაფერი გამოსდის და იწყებს ნერვიულობას, ეწყება დეპრესია.
     ცხოვრებას რეალურად უნდა შეხედოთ, დაისახეთ რეალური მიზნები.

  1. დაუბრუნდით თქვენ თავს. ბუნებამ უკეთ იცის რა ფერები გიხდებათ, სულ არ არის საჭირო რომ შავგრემანი გოგონა გახდეს ქერა. თქვენი ნატურალური ფერი ყოველთვის იგებს.
     სტილისტის დახმარებით თქვენ დაინახავთ და მეტად იგრძნობთ თუ რა სიმდიდრე     გაჩუქათ ბუნებამ.

Promod გაზაფხული 2013












მოდა 2013 წლის გაზაფხული


2013 წლის გაზაფხულის მთავარი ტრენდია - ცისარტყელა და ლამაზად მოყვავილე ფერები. თვით ბუნებამ შექმნა იგი და დიზაინერები ცდილობენ არ ჩამორჩნენ მას.
აქტუალურია კლასიკა, ელეგანტურობა და რომანტიკა.

გაზაფხულის მოდის 3 ტენდენცია:

1.      თეთრი საყელოები
ელეგანტური თეთრი საყელო კლასიკური ფორმით - სეზონის ფავორიტია.
ადრე ეს ტენდენცია იწვევდა ასოციაციას სასკოლო ფორმებთან, ახლა - საოფისე სამუშაო დღეებთან.
იგი არის ბუნებრივი ეფექტი არა მხოლოდ მუქი ბიზნეს კაბაზე, უხდება ფერად პერანგებს და რომანტიულ შიფონის ჩაცმულობებს.
          შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ საყელო , ექსპერიმენტი მხოლოდ წახალისდება.

მოდა 2013, თეთრი საყელოები - Valentino, Preen, Moschino.
    
2. ამ გაზაფხულს თავისი სიმბოლო აქვს  ხახაა ყვითელი ფერის
 ქურთუკი-პიჯაკი. რომელიც მოუხდება ნებისმიერ საბაზო ფერების გადაწყვეტილებას. იგი ადვილად  კომბინირდება ბევრ სხვა ფერებთან- ლურჯთან, წითელთან, ნარინჯისფერთან, მწვანესთან, რუხთან, ყავისფერთან.

მოდა 2013,  ყვითელი ფერის  ქურთუკი-პიჯაკი– Stella McCartney, Dsquared2, Ports 1961.

3.      ვარდის ფერი ოცნებები
სეზონის ძირითადი ფერია,  ყვითელის  გარდა, ვარდისფერი, ყველა ტონი არის აქტუალური,  დაწყებული ფერმკრთალი ვარდისფერით და დამთავრებული ფუქსიის ფერით.
 გინდათ იყოთ გამორჩეული  შეიძინეთ ვარდისფერი კოსტუმი სულ ერთია შარვლით იქნება თუ ბოლოკაბით.

მოდა 2013, ვარდისფერი კოსტუმები – Gucci, Diane von Furstenberg, Versace