ჩემს შესახებ

ექსკლუზიური საჩუქარი




          იმიჯ-სტუდია “იმიჯი“ იღებს  შეკვეთებს ექსკლუზიური საჩუქრების დამზადებაზე ახალშობილებისთვის. შეიძინეთ ტორტები პამპერსებისგან და თაიგულები ახალშობილთა ტანსაცმლისგან. მომწერეთ natiaimage@mail.ru














მოდა 2014. აქსესუარები წარმოადგენენ იმიჯის საფუძველს

        თანამედროვე სამყაროში ყველა ქალს აქვს თავისი სოციალური როლი: ის კომპანიის თანამშრომელია, საყვარელი ქალი, მზრუნველი დედა და ა.შ. და ყოველ როლს შეესაბამება თავისი ინდივიდუალური სტილი, სწორედ ის უმშვენიერესი იმიჯი, რომელიც ფორმირდება წვრილმანებისაგან. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა აქსესუარები წარმოადგენენ იმიჯის საფუძველს, ისინი ქმნიან ხასიათს, ატმოსფეროს. რომლის გარეშეც შეუძლებელია ინდივიდუალური იმიჯის ჩამოყალიბება.
Fashion week-ების დასრულების შემდგომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, როგორი აქსესუარები იქნება მოდაში 2014 წლის გაზაფხულ - ზაფხულზე. მოდით ვნახოთ, რითი გაგვაკვირვებენ ამჯერად დიზაინერები.

მოდური სათვალეები გაზაფხული-ზაფხული 2014

ძალიან პოპულარულები გახდება ამ სეზონზე  ტიშეიდები.  რომლებიც  შეიქმნა შორეულ 60-იანებში. თავიდან ისინი იყო ატრიბუტი სუბკულტურის ხიპის წარმომადგენლებისთვის, შემდეგ ისინი გახდა ბევრი მსახიობის და მომღერლის სავიზიტო ბარათი, რომელთა შორისაა ჯონ ლენონი. თუ თქვენ ოვალური სახის ფორმა გაქვთ და სწორი სახის ხაზები, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ულტრამოდური ამ სეზონზე და შეიძინოთ ტიშეიდები ცნობილი ბრენდებისგან როგორიცაა Dries Van Noten, Rag & Bone, Stella McCartney.
მეორე ჰიტი ამ სეზონისაა სათვალე თეთრი კარკასით. ბოლო წლებში მათ მყარად უჭირავთ მოდური პოზიციები, რაც შეეხება საზაფხულო კოლექციებს, რადგან მათ შესანიშნავად შეუძლიათ ხაზი გაუსვან მსუბუქ იმიჯს (Burberry Prorsum, Dries Van Noten, Ralph Lauren).
სათვალეები ,,კატის თვალის“ დიზაინის დღემდე მოდაშია. ის მოვიდა ჩვენთან შორეული 50-იანებიდან. ასეთი სახის კარკასი სახეს შესძენს შეუდარებლობას და მისცემს მას კატის სიეშმაკეს. ასეთი სახის სათვალეები უნივერსალურია და არ აფუჭებს არც ერთი სახის ტიპს. თქვენ ნახავთ შესანიშნავ მოდელებს Versace, Marni, Bottega Veneta-ის კოლექციებში.
 და კიდევ ერთი ვარიანტია სათვალეები- გამჭირვალე (Ralph Lauren), ნახევრადგამჭირვალე (Miu Miu) და სარკისებური (Roberto Cavalli) შუშებით. ასეთი მოდელები მოუხდებათ მათ ვისაც სურს გამოიყურებოდეს არაორდინალურად.  მინდა ავღნიშნო რომ სათვალეები ფერადი შუშებით არ იქნება ისეთი მოდური 2014 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე, როგორც შარშან, ამიტომ მოგვიწევს ასეთი სათვალეების შენახვა მომავალი, კარგი  წლებისთვის.


მოდური სამკაულები ყელზე

     როგორც იძახიან სტილისტები, რომ გაიგოთ ქალბატონების ასაკი შეხედეთ მათ ხელებს და ყელს. იმისათვის რომ ხაზი გაუსვათ ჩვენს ლამაზ კანს, დეკოლტეს და ყელის არეს უნდა გამოვიყენოთ მოდური აქსესუარები.
ყურადღება მიაქციეთ ორიგინალურ კოლიეებს, შექმნილს ყურსასმენების სტილში. რომელიც შემოგვთავაზა ბრენდებმა Chanel და Altuzarra. ასევე valentino გვთავაზობს ეფექტურ კულონებს ზოდიაქოს ნიშნებით. კულონები თავისი ბრენდის ემბლემის სტილში  - რონდანინის მედუზები წარმოადგინეს იტალიური ბრენდის Versace- ს მოდელიორებმა.
ასევე საინტერესო ვარიანტებს კულონების თქვენ ნახავთ Dolce & Gabbana-ს (გრძელ მძივზე ჩამოკიდული კულონი პროფილის გამოსახულებით) Rodarte-ს, Roberto Cavalli-ის  და Lanvin-ის კოლექციებში.
 მძივები არანაკლებ პოპულარულია კულონებზე, მითუმეტეს თუ ისინი მასიურია და წარმოადგენს ცენტრალურ აქცენტს იმიჯის. ვისაც უყვარს ნატურალური ქვები აუცილებლად მოეწონებათ მათ  Giorgio Armani-ის და Rochas კოლექცია.




მოდური სამაჯურები გაზაფხული-ზაფხული 2014

რაც შეეხება სამაჯურებს არსებობს ერთი პასუხი მათზე- ის უნდა იყოს დიდი, მძიმე და განიერი. ან ისინი უნდა იყოს ბევრი, რომ შეიქმნას ზემოთ აღნიშნული ეფექტი. გაიკეთეთ ან სამი საშუალო სისქის ბრასლეტი ან ერთი და მსხვილი, რომ ჩაჯდეთ მოდური ტენდენციის ფარგლებში. საკმაოდ საინტერესო მოდელები გვხვდება : Chanel, Bottega Veneta, Derek Lam, Giorgio Armani, Nina Ricci, Ralph Lauren-ის კოლექციებში.




მოდური საყურეები გაზაფხული-ზაფხული 2014

საყურეები ახალ სეზონზე უნდა იყოს მრგვალი ფორმის, დიდები, ისეთები, რომ მიიქციონ ყურადღება.



მოდური ქამრები გაზაფხული- ზაფხული 2014

ამ სეზონზე ლიდერობენ  ძალიან განიერი და საშუალო სიგანის ქამრები. გასაკვირია, შარშან პოპულარულობის პიკს მიაღცია წვრილმა ქამრებმა, მაგრამ ამ სეზონზე ვერ ნახავთ ვერც ერთ კოლექციაში. ხაზს გაუსმევს ქალის სხეულის სილამაზეს დიდი ქამრები ჩამწკრივებული მედალიონების მსგავსად Dolce & Gabbana-ს კოლექციიდან. ბევრი ქალბატონი შეყვარებული იქნება Emilio Pucci-ის კოლექციის ქამრებზე დეკორატიულად დიდი ელემენტებით და არწივების ლოგოთი.
 არანაკლებ საინტერესოებია ქამრები გულის ფორმის  ბალთით, რომელიც გამოუშვა მოდის სახლმა Lanvin-მა. და მათთვის ვისაც არ მოსწომს ასეთი ქამრები ყურადღება მიაქციეთ  Donna Karan, Jil Sander, Ralph Lauren-ის ქამრებს, რომლებიც გამოიყურება უბრალოდ მაგრამ გემოვნებიანად.


 როგორც ხედავთ აქსესუარები- ეს ცალკე მხარეა მოდის, რომელშიც არის თავისი წესები, თავიანთი ტრენდები და მიმართულებები.

მოდა 2014. კაბები 2014










კლათჩი 2014

           2014 წლის გაზაფხული ზაფხულის სეზონისთვის მზადდება დავიწყოთ.
 დღეს.
 ვერ წარმოიდგენ ქალურ გარდერობს უკლათჩოთ. 2014 წლის სეზონის კლათჩი უნდა იყოს ღასღასა ლურჯის, ნარინჯის, მელნის, ცისფერის ან ქვიშის ფერი. ნუ დაგავიწყდებათ მოდაში რჩება კლათჩი კლასიკური - შავი ფერის, თეთრი ფერის, ბეჟის და ყავისფერის.
მოდური ფასონებია: კლათჩი-კონვერტი, კლათჩი-კოსმეტიჩკა, კლათჩი-პაპკა, კლათჩი -oversize.









მოდური ტენდენციები - ზამთარი 2014

1.მდიდრული ბეწვეული



2.შავი ტყავი


3.მამაკაცური სტილი


4. მინიმალიზმი


5. ოვერსაიზი


6. უჯრედი და ,,ბატის თათი" 


7. დიდებული  ქალურობა


8. ლეოპარდის პრინტი


9.მისტიური გრანჟი