ჩემს შესახებ

,,მოდური გულსაბნევები 2013-როგორ და რასთან ვატაროთ?"

 ელეგანტურობა, არისტოკრატიულობა - ეს ეპითეტები, მხოლოდ დედოფლებისთვისაა განკუთვნილი! გაიხსენეთ ელიზაბეტ II ის იმიჯი, ჰერცოგინიას კეიტ მიდლტონის - სწორედ გულსაბნევია, რომ ყოველთვის ემსახურებათ, ძვირადღირებულ დანამატად იმიჯში!


 ყველაზე აქტუალური და პოპულარული 2013 წელს გულსაბნევებია ტრადიციულ და ყვავილოვან თემატიკაში. კლასიკის მოყვარულების იდეალურ ვარიანტად გახდება ელეგანტური ბროშები, არა მკვეთრი, მაგრამ ეფექტური ფერების.


თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ რომანტიულ სტილს, თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ გულსაბნევები პეპლების და საყვარელი ხოჭოების ფორმის.






 ბევრი ქალბატონი სულ ტყუილად თვლის გულსაბნევს ,,ბებიის" აქსესუარად. სინამდვილეში ეს შესანიშნავი მეთოდია გააკეთო აქცენტი, შენს ფიგურის ღირებულებაზე. გააახლო შენი მოსაწყენი ჩაცმულობა და ხაზი გაუსვა შენს იმიჯს.
 ეს ადრე იყო, რომ მისი გამოყენება შეგეძლოთ მხოლოდ პიდჯაკის მარცხენა მხარეს 10 სმ-ით დაბლა. ახლა კი არსებობს მრავალი მეთოდი მისი გამოყენების.

 და ეხლა გაეცანით პასუხებს კითხვაზე- როგორ ვატაროთ გულსაბნევი?

1. გულსაბნევის ტარების კლასიკური ვარიანტია-ჟაკეტის, პალტოს, ან პიდჯაკის საყელოზე მისი დამაგრება. ეს არის უფრო გავრცელებული ვარიანტი. მისი გამოყენება შეიძლება ასევე ბიზნეს კოსტუმებთან. მისი ტარება ღირს პიდჯაკზე სტილში casual ჯინსებით. ასეთი მიზნისთვის უკეთესი იქნება თუ შევიძენთ გულსაბნევს გეომეტრიული ფორმის, მეტალისგან ან საინტერესო ნაჭრის გულსაბნევი, მაგრამ არა დიდი ქვებით.




2. გულსაბნევი შეგიძლიათ მიამაგროთ კარდიგანს ან გამოიყენოთ, როგორც ქინძისთავი ბოლეროსთან. შესაძლებელია მისი მიმაგრება ან ჯემპრზე ან მაისურზე. უკეთესი იქნება თუ ჯემპრი ან მაისური იქნება ერთ ფერში ანუ სადა.



3. თუ თქვენ გაქვთ სადა კაბა, მის გაახლებაში დაგეხმარებათ გულსაბნევი. მთავარია გადაწყვიტოთ, სად გინდათ, რომ აქცენტი გააკეთოთ...

 არის რამოდენიმე ვარიანტი:
  • რომ მიიქციოთ ყურადღება სახეზე, დაიმაგრეთ გულსაბნევი მხარზე. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ვიზუალურად გაადიდოთ პატარა მხრები. თუ თქვენ გაქვთ კაბა რომლის საყელოც დგას, დაიმაგრეთ გულსაბნევი საყელოზე.
  • რომ მიიქციოთ ყურადღება მკერდზე, მიიმაგრეთ გულსაბნევი ტანსაცმლის ჭრილის ცენტრზე მკერდის დონეზე მარჯვნივ ან მარცხნივ.
  • რომ გავამახვილოთ ყურადღება წელზე - წელის დონეზე მარჯვნივ ან მარცხნივ.





5. კიდევ ერთი ვარიანტი მრავალფეროვნებისთვის არის- დავამაგროთ გულსაბნევი ქუდზე, ბერეტზე ან თავშალზე. გამოდის ძალიან ლამაზი.




აუცილებელია დავიმახსოვროთ პატარა წესი, რომელიც ეხება გულსაბნევს - არ ატაროთ ის ჯემპრზე მკვეთრი ნახატებით ან ჟაკეტზე პრიალა და მყვირალა ღილებით.

 ღირს ექსპერიმენტების ჩატარება გულსაბნევზე. სცადეთ ის ატაროთ ჩანთაზე, საყელოზე, ქამარზე ან როგორც ბეჭდის შემცვლელი, ნაქსოვ ხელთათმანზე. 



Комментариев нет:

Отправить комментарий