ჩემს შესახებ

Top-10 მოდური ფერი ამ სეზონის


მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო!

 გადავწყვიტე, შევაჯამო თუ რომელი ფერებია მოდაში ამ სეზონზე:

1.პიტნის.
2.ყინულოვანი (თეთრი, ნახევრად გამჭირვალე).
3.ნეონის ფერები.(ნათელი მწვანე, მჟავა ვარდისფერი)
4.კობალტის ლურჯი. (ღრმა ,,მეფური" ლურჯი ფერი).
5.ტომატის ფერი. (წითელი ფერები).
6.მწვანე ტენდენციები. (მწვანე ფერი).
7.ლიმონის ფერი. (ნათელი ფერი ლიმონის ცედრის).
8.რძის ფერი. (ლამაზი და თბილი რძის ფერი)
9.ზღვის ფერი.
10.ფერი ,,დენიმის".

როგორ დავაგრძელოთ, მოკლე კისერი?

 ვფიქრობ ყველა ქალს არ შეუძლია იტრაბახოს ,,გედის" კისრით, და საქმე იმაში არაა რომ ბუნებამ დააჯილდოვა მოკლე კისრით, არამედ იმაშია, რომ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის როგორ გავხადოთ ჩვენი კისერი ვიზუალურად უფრო გრძელი. ან უბრალოდ არ გავხადოთ ის მოკლე. არსებობს რამოდენიმე ძალიან ადვილი წესი, რომ არ დავუშვათ შეცდომები. მოდით გავარკვიოთ ეს რა წესებია...

საყელოები და ჭრილები

 პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ თქვენი კისერი ბუნებრივად არ არის ძალიან გრძელი, ესაა საყელოები და ჭრილები. კატეგორიულად არ არის მიღებული ჩავიცვათ ისეთი ტანსაცმელი რომლის საყელო ძალიან დიდია მაღალია და კისრის გარშემოა. ჰორიზონტალური ზოლი ისედაც ხდის კისერს მოკლეს. უკეთესი იქნება თუ ჩაიცმევთ ისეთ ტანსაცმელს, რომლის საყელო გადაწეულია ან ჩავიცვათ ბლუზები, პერანგები, მაგრამ არ შევკრათ რამოდენიმე ზედა ღილი. შესანიშნავად გაგვიდიდებს კისერს V-სტილის ჭრილები და U-სტილის ჭრილები.


-აქსესუარები
დაიმახსოვრეთ რომ აქსესუარებს შეუძლიათ, როგორც შესანისნავი იმიჯი შეგიქმნათ, ისევე გაგიფუჭოთ კიდეც. 
 ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორად შევარჩიოთ აქსესუარი. თუ თქვენ გაქვთ მოკლე კისერი, არ გირჩევთ გამოიყენოთ დიდი მძივები. ასევე არ უნდა შეკრათ მაგრად შარფები ისინი კისერს უფრო დააპატარავებენ. თავი აარიდეთ მასიურ, ხასხასა საყურეებს, ისინი მხოლოდ ყურადღებას მიიქცევენ თქვენს კისერზე. აირჩიეთ გრძელი მძივები, კულონები, ისინი ქმნიან სამკუთხედს და კისერი უფრო გრძელი ჩანს. ასევე გამოიყენეთ გრძელი საყურეები, ასეთი საყურეები შესანიშნავად დაგიგრძელებთ ვიზუალურად კისერს.


- ვარცხნილობა
ვარცხნილობასაც შეუძლია ვიზუალურად გრძელი გახადოს თქვენი კისერი ან პირიქით მოკლე. კისერს დაგიგრძელებთ ან შეკრული თმა ,,კოსა" ან ,, ცხენის" კუდი. დაბლა შეკრული თმა, ან დაბლა გაკეთებული კოსები, პირიქით დაგიპატარავებთ კისერს. მაგრამ აი გრძელი, სწორი გაშლილი თმა მხრების დაბლა გაგიდიდებთ კისერს.

რასთან ერთად ვატაროთ შორტები?

 შორტები-შესანიშნავი გამოგონებაა! ფეხებიც ღიაა, მოხერხებულია, არ გეშინია, რომ მოუხერხებლად დაჯდები (მინი ბოლოკაბისგან განსხვავებით). ამიტომაც საზაფხულო გარდერობში დაუყოვნებლივ ღირს შეიძინოთ ერთი შორტი მაინც- თუ ქალაქისთვის არა, მაშინ ქალაქიდან გასვლისთვის.

           

,,როგორ და რასთან ერთად ვატაროთ შორტები? გაგაცნობთ ჩემს ბლოგზე."

მაშ ასე როგორი ზედა შეიძლება შევურჩიოთ შორტებს, რომელიც ზის თეძოებზე?    
შორტები თეძოებზე (ანუ დაბალწელიანი)- კლასიკური მოდელი, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ პრაქტიკულად ნებისმიერ ,,ზედასთან". ოღონდ ასეთ შემთხვევაში ასეთი სტილის შორტებში არ უნდა ჩავიტანოთ მაისური. ის შორტის ზემოდან უნდა იყოს! 

 საერთო წესები- მაისურები, ბლუზები, და სხვა ნივთები, რომლებსაც იცმევთ შორტებთან ერთად არ უნდა იყოს, თვით ამ შორტებზე გრძელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ თითქოს თქვენ დაგავიწყდათ, ქვეშ რამის ჩაცმა)).
 გამონაკლისი- პლიაჟისთვის მსუბუქი, ნახევრად გამჭირვალე ტუნიკები.
თუ შენ შეგიძლია იტრაბახო კარგი ტანით და თეძოებით, შორტებთან შეგიძლია ჩაიცვა, ტანზე მომდგარი ტრიკოტაჟული ტანსაცმელი. (ტოპები, მაიკები და ა.შ.). მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ნაკეცი მუცელზე, მაშინ გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ ან პერანგზე ან ბლუზაზე. ასევე შესანიშნავი ვარიანტია ბლუზები ,,ამპირის" სილუეტის. 


 რასთან ვატაროთ შორტი რომელსაც აქვს მაღალი წელი?

შორტები მაღალი წელით ხშირად იწვევს ბევრ შეკითხვას. თუ მას არასწორად შევუხამებთ ზედას ამით შეიძლება ,,დავაპატარავოთ" სხეული.
 როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
 პირველ რიგში როგორც არ უნდა ვიტრიალოთ ასეთი ტიპის შორტები არ მოუხდებათ ტანით სრულ გოგოებს. თეძოები მასში ჩანს ძალიან განიერი, მუცელიც უფრო ეტყობათ და ფეხები ჩანს მოკლე.
 სამაგიეროდ მისი ტარება შემიძლია შევთავაზო, გამხდარ გოგონებს. ამით ისინი შეიძენენ უფრო ჰარმონიულ პროპორციებს.
 მაღალ წელიანი შორტები იმაზეა გათვლილი, რომ მაისური უნდა ჩაიტანოთ მასში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ტარებას აზრი არ ააქვს. მასზე ზემოდან ჩასაცმელად შესანიშნავად გამოდგება პერანგი, მსუბუქი ბლუზები, ტანზე მომდგარი მაისურები. მაისურის ზემოდან შეგიძლიათ მოიცვათ ჟაკეტი ან ჟილეტი, ოღონდ ის არ უნდა შეიკრათ, ისე რომ ჩანდეს შორტების მაღალი წელი. ასეთი სტილის შორტებზე არ მიდის განიერი ბლუზები და მაისურები, ასევე ,,ღამურა" მკლავები. (განსაკუთრებით თუ თქვენი ტანის ფორმაა ,,ამოტრიალებული ტრაპეცია").


,,სპორტული და პლიაჟის შორტები"
ეს არის ის რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ქალაქის პირობებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში! როგორც არ უნდა კარგი ტანი გქონდეს ასეთი სტილის შორტების ადგილი (მაგალითად მოკლე შორტები რეზინზე) მაინც პლიაჟია, სპორტ დარბაზი ან შენი სახლის მიდამოები, მაგრამ არა მის იქეთ.
 აი ზღვისთვის ან პარკში სარბენად, უბრალოდ შესანიშნავი ვარიანტია, მითუმეტეს რომ მისი ტარება შეგიძლია ნებისმიერ მაისურთან ან ტოპთან.


 როგორი ფეხსაცმელი ან აქსესუარები შეგვიძლია ვატაროთ შორტებთან?
 რაც შეეხება ფეხსაცმელს, მაშინ ამ შემთხვევაში ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია ქუსლი (თუნდაც არა მაღალი თუ არ გინდა ,,შპილკების" ჩაცმა). ქუსლი აგრძელებს ღია ფეხებს და აჩენს მათ უფრო გამხდარს!
 მაგრამ შეიძლება მოგიხდეთ ტუფლები უფრო დაბალ ძირზეც, ეგრედწოდებული სანდალებიც და ვიეტნამკებიც- მთავარია ფეხსაცმელი ხელსაყრელი იყოს ამა თუ იმ შემთხვევისთვის.
 აქსესუარი, რომელთანაც შორტს ატარებენ ესაა, ქამარი.
 წვრილ ქამარს უყრიან შორტში. (ხოლო რამოდენიმე წლის წინ იყო მოდაში მსხვილი ქამრებიც დაბალწელიან შორტზე).
 ყველაზე აქტუალური ვარიანტია ქამარი წელზე. მას ატარებენ არა შორტზე არამედ , ზემოდან ბლუზაზე ან პერანგზე, რომელიც ავსებს კომპლექტს შორტებით. ამით გადაიჭრება ერთ-ერთი პრობლემა, თუ როგორ გამოვკვეთოთ წელი. 





                                             

,,მოდური გულსაბნევები 2013-როგორ და რასთან ვატაროთ?"

 ელეგანტურობა, არისტოკრატიულობა - ეს ეპითეტები, მხოლოდ დედოფლებისთვისაა განკუთვნილი! გაიხსენეთ ელიზაბეტ II ის იმიჯი, ჰერცოგინიას კეიტ მიდლტონის - სწორედ გულსაბნევია, რომ ყოველთვის ემსახურებათ, ძვირადღირებულ დანამატად იმიჯში!


 ყველაზე აქტუალური და პოპულარული 2013 წელს გულსაბნევებია ტრადიციულ და ყვავილოვან თემატიკაში. კლასიკის მოყვარულების იდეალურ ვარიანტად გახდება ელეგანტური ბროშები, არა მკვეთრი, მაგრამ ეფექტური ფერების.


თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ რომანტიულ სტილს, თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ გულსაბნევები პეპლების და საყვარელი ხოჭოების ფორმის.






 ბევრი ქალბატონი სულ ტყუილად თვლის გულსაბნევს ,,ბებიის" აქსესუარად. სინამდვილეში ეს შესანიშნავი მეთოდია გააკეთო აქცენტი, შენს ფიგურის ღირებულებაზე. გააახლო შენი მოსაწყენი ჩაცმულობა და ხაზი გაუსვა შენს იმიჯს.
 ეს ადრე იყო, რომ მისი გამოყენება შეგეძლოთ მხოლოდ პიდჯაკის მარცხენა მხარეს 10 სმ-ით დაბლა. ახლა კი არსებობს მრავალი მეთოდი მისი გამოყენების.

 და ეხლა გაეცანით პასუხებს კითხვაზე- როგორ ვატაროთ გულსაბნევი?

1. გულსაბნევის ტარების კლასიკური ვარიანტია-ჟაკეტის, პალტოს, ან პიდჯაკის საყელოზე მისი დამაგრება. ეს არის უფრო გავრცელებული ვარიანტი. მისი გამოყენება შეიძლება ასევე ბიზნეს კოსტუმებთან. მისი ტარება ღირს პიდჯაკზე სტილში casual ჯინსებით. ასეთი მიზნისთვის უკეთესი იქნება თუ შევიძენთ გულსაბნევს გეომეტრიული ფორმის, მეტალისგან ან საინტერესო ნაჭრის გულსაბნევი, მაგრამ არა დიდი ქვებით.




2. გულსაბნევი შეგიძლიათ მიამაგროთ კარდიგანს ან გამოიყენოთ, როგორც ქინძისთავი ბოლეროსთან. შესაძლებელია მისი მიმაგრება ან ჯემპრზე ან მაისურზე. უკეთესი იქნება თუ ჯემპრი ან მაისური იქნება ერთ ფერში ანუ სადა.



3. თუ თქვენ გაქვთ სადა კაბა, მის გაახლებაში დაგეხმარებათ გულსაბნევი. მთავარია გადაწყვიტოთ, სად გინდათ, რომ აქცენტი გააკეთოთ...

 არის რამოდენიმე ვარიანტი:
  • რომ მიიქციოთ ყურადღება სახეზე, დაიმაგრეთ გულსაბნევი მხარზე. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ვიზუალურად გაადიდოთ პატარა მხრები. თუ თქვენ გაქვთ კაბა რომლის საყელოც დგას, დაიმაგრეთ გულსაბნევი საყელოზე.
  • რომ მიიქციოთ ყურადღება მკერდზე, მიიმაგრეთ გულსაბნევი ტანსაცმლის ჭრილის ცენტრზე მკერდის დონეზე მარჯვნივ ან მარცხნივ.
  • რომ გავამახვილოთ ყურადღება წელზე - წელის დონეზე მარჯვნივ ან მარცხნივ.





5. კიდევ ერთი ვარიანტი მრავალფეროვნებისთვის არის- დავამაგროთ გულსაბნევი ქუდზე, ბერეტზე ან თავშალზე. გამოდის ძალიან ლამაზი.




აუცილებელია დავიმახსოვროთ პატარა წესი, რომელიც ეხება გულსაბნევს - არ ატაროთ ის ჯემპრზე მკვეთრი ნახატებით ან ჟაკეტზე პრიალა და მყვირალა ღილებით.

 ღირს ექსპერიმენტების ჩატარება გულსაბნევზე. სცადეთ ის ატაროთ ჩანთაზე, საყელოზე, ქამარზე ან როგორც ბეჭდის შემცვლელი, ნაქსოვ ხელთათმანზე. 



,,იყო მოდური ზაფხულში - ადვილია!"

   როგორ მისცე შენს ყოველდღიურ გარეგნობას გარკვეული სტილის მნიშვნელობა?
  მე მოგცემთ თქვენ რამოდენიმე კონკრეტულ რჩევას, რომელსაც ადვილად გაუკეთებთ რეალიზებას.
  პირველ რიგში რამოდენიმე საერთო რჩევა:
1. ნივთის ყიდვისას დაუსვით თქვენს თავს კითხვა - რომელ სტილს შეიძლება ის მიაკუთვნოთ? კლასიკურს? რომანტიკულს? თანამედროვეს? და მხოლოდ ამის გარკვევის შემდეგ შეიქმენით იმიჯი ამ სტილში.


2. სამ ფერზე მეტი არ შეურიოთ იმიჯში. ეს ბანალურია მაგრამ კარგად მუსშაობს! ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნათ ჰარმონიული იმიჯი.
  გახსენებთ რომ ჯინსების ფერს ჩვენ მივაკუთვნებთ- მუქ ლურჯს, მაგრამ თუ მატერიაში რამოდენიმე ჩრდილია-ვთვლით თითოეულს მათ შორის და ვიმეორებთ ამ ფერებს სხვა ტანსაცმელში.


3. შეიძინეთ არა ახალი ნივთები, არამედ ახალი აქსესუარები! აუცილებელია შევიქმნათ საბაზო გარდერობი, რომელიც შესაძლებლობას მოქცემთ ცვალოთ თქვენი სტილი, უბრალოდ იყენებდეთ სხვადასხვა აქსესუარებს.

  და ახლა საზაფხულო სტილებზე!
ასეთს ჩვენ შეგვიძლია მივაკუთვნოთ
1. საზღვაო სტილი.
    ტოპი ან მაიკა ჰორიზონტალური შავ-თეთრი ზოლებით. ყოველთვის აქტუალურია და ახლად გამოიყურები!

 დაამატე აქსესუარები საზღვაო სტილში:

 და ფერთა აქცენტი. წითელი! მივიღებთ კლასიკურ look-ს საზღვაო სტილში:

2. ქანთრი ან კოვბოების სტილი.
    ჩვენ დაგვეხმარება ახლა აქტუალური ყვავილების პრინტი ან კლეჩატი ნივთები.
    ვირჩევთ პერანგს ასეთ ფერებში.

ბანდო ან თეთრი მაისური.


და ჩანთა ნატურალური მატერიის ორნამენტებით.

  სტილი შექმნილია


3. BABY DOLL სტილი.
 ძალიან ქალური იმიჯი! მაგრამ ყველგან ვერ გამოიყენებთ მას...
სიტუაცია სადაც ის იქნება ზუსტად თავის ადგილზე ესაა: გამოსაშვები საღამო, რომანტიული შეხვედრები...
 მაგრამ ზუსტად ზაფხულში შეგიძლია იყო მსუბუქი, ჰაეროვანი და ცოტათი არასერიოზულიც.
 ძირითადი შემადგენელი ნაწილი ამ სტილის არის - მოკლე კაბები მაღალი წელით და ფაფუკი კაბები.


,,სათამაშო" აქსესუარები.


 და ტუფლი დაბალ ძირზე ან ბასანოშკები.

 ეს მხოლოდ სამი საზაფხულო სტილია, თქვენი შთაგონებისთვის.

 იყავით ყველაზე ლამაზები!!!







ყურადღება!!! ცხადდება onlain პროექტი ,,სილამაზის შთაგონება”

ყურადღება!!! ცხადდება onlain პროექტი ,,სილამაზის შთაგონება”. სრულიად უფასოდ. საჭიროა მსურველები ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს საინტერესო პროექტში, და ასევე მიიღოს რეკომენდაცია სტილში... შესაძლებლობა შეცვალოს თავისი ცხოვრება!!!
პროექტის არსი:
1   1)      თქვენ მიიღებთ lookbook-ს პერსონალური რეკომენდაციებით თქვენს სტილში საჩუქრად + onlain კონსულტაცია ჩემთან Skype-ში.
2   2)      ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. ტერიტორიულად არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, პროექტი ხომ- onlain-შია!!!    
                            განცხადებები მიიღება 16 ივნისის ჩათვლით 2013 წლის.
      დაიწყეთ ახალი ცხოვრება!!!


იმიჯმეიქერი:ნათია ყუშიტაშვილი





აქსესუარები საჭმლისგან

იდეა უჩვეულო აქსესუარების მოუვიდა იტალიელ ფოტოგრაფს ფულვიო ბონავიას. არ შემეძლო თქვენთვის არ გამეზიარებინა.