ჩემს შესახებ

როგორ დავაგრძელოთ, მოკლე კისერი?

 ვფიქრობ ყველა ქალს არ შეუძლია იტრაბახოს ,,გედის" კისრით, და საქმე იმაში არაა რომ ბუნებამ დააჯილდოვა მოკლე კისრით, არამედ იმაშია, რომ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის როგორ გავხადოთ ჩვენი კისერი ვიზუალურად უფრო გრძელი. ან უბრალოდ არ გავხადოთ ის მოკლე. არსებობს რამოდენიმე ძალიან ადვილი წესი, რომ არ დავუშვათ შეცდომები. მოდით გავარკვიოთ ეს რა წესებია...

საყელოები და ჭრილები

 პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ თქვენი კისერი ბუნებრივად არ არის ძალიან გრძელი, ესაა საყელოები და ჭრილები. კატეგორიულად არ არის მიღებული ჩავიცვათ ისეთი ტანსაცმელი რომლის საყელო ძალიან დიდია მაღალია და კისრის გარშემოა. ჰორიზონტალური ზოლი ისედაც ხდის კისერს მოკლეს. უკეთესი იქნება თუ ჩაიცმევთ ისეთ ტანსაცმელს, რომლის საყელო გადაწეულია ან ჩავიცვათ ბლუზები, პერანგები, მაგრამ არ შევკრათ რამოდენიმე ზედა ღილი. შესანიშნავად გაგვიდიდებს კისერს V-სტილის ჭრილები და U-სტილის ჭრილები.


-აქსესუარები
დაიმახსოვრეთ რომ აქსესუარებს შეუძლიათ, როგორც შესანისნავი იმიჯი შეგიქმნათ, ისევე გაგიფუჭოთ კიდეც. 
 ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორად შევარჩიოთ აქსესუარი. თუ თქვენ გაქვთ მოკლე კისერი, არ გირჩევთ გამოიყენოთ დიდი მძივები. ასევე არ უნდა შეკრათ მაგრად შარფები ისინი კისერს უფრო დააპატარავებენ. თავი აარიდეთ მასიურ, ხასხასა საყურეებს, ისინი მხოლოდ ყურადღებას მიიქცევენ თქვენს კისერზე. აირჩიეთ გრძელი მძივები, კულონები, ისინი ქმნიან სამკუთხედს და კისერი უფრო გრძელი ჩანს. ასევე გამოიყენეთ გრძელი საყურეები, ასეთი საყურეები შესანიშნავად დაგიგრძელებთ ვიზუალურად კისერს.


- ვარცხნილობა
ვარცხნილობასაც შეუძლია ვიზუალურად გრძელი გახადოს თქვენი კისერი ან პირიქით მოკლე. კისერს დაგიგრძელებთ ან შეკრული თმა ,,კოსა" ან ,, ცხენის" კუდი. დაბლა შეკრული თმა, ან დაბლა გაკეთებული კოსები, პირიქით დაგიპატარავებთ კისერს. მაგრამ აი გრძელი, სწორი გაშლილი თმა მხრების დაბლა გაგიდიდებთ კისერს.

Комментариев нет:

Отправить комментарий