ჩემს შესახებ

რა ჩავიცვათ ზაფხულში ოფისში?

 ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც გვაწუხებს ზაფხულის ცხელ დღეებში. ძალიან მნიშვნელოვანია რას ჩაიცმევთ ოფისში. საზაფხულო ტანაცმელი ოფისისთვის უნდა იყოს მოდური, კომფორტული, მსუბუქი და რა თქმა უნდა საქმიანი. თუ თქვენ არ იცით რა ჩაიცვათ, წაიკითხეთ 10 რჩევა: როგორ ჩაიცვათ სამსახურში ზაფხულში. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს რჩევები თქვენ გამოგადგებათ და იმდენად ლამაზად და ელეგანტურად იქნებით ჩაცმულები, რომ თქვენს თანამშრომლებს შეშურდებათ თქვენი.


1. ლამაზი ფეხსაცმელი.
იცით თუ არა, რომ ფეხსაცმელს, რომელსაც თქვენ ატარებთ შეუძლია აცნობოს გარშემომყოფებს თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამსახურთან და თუ რამდენად საქმიანი ბრძანდებით. არ არის აუცილებელი ატაროთ მაღალი ქუსლი, მაგრამ პატარა ქუსლი მაინც უნდა იყოს თქვენს ტუფლზე. ბასანოშკი დაკეტილი ზედა მხარით და ტუფლი ტანკეტკაზე შესანიშნავი ვარიანტებია სამუშაოსთვის. თუ თქვენ არ ხართ ტუფლების ფანატი მაინც მოგიწევთ რამოდენიმე წყვილის ყიდვა თქვენი საქმიანი იმიჯისთვის.
2. არ ატაროთ ვიეტნამკები.
თუ თქვენ სამსახურში მოხვალთ ვიეტნამკებით, თქვენი თანამშრომლები და რა თქმა უნდა უფროსობაც არასწორად გაგიგებენ. არ დაგავიწყდეთ რომ ვიეტნამკები, შესანიშნავი ვარიანტია ზღვისთვის, მაგრამ არა ოფისისთვის. თქვენი ფეხსაცმელი უნდა მალავდეს ფეხს არა მთლიანად, მაგრამ უნდა იყოს მოკრძალიებული და მკაცრი.
3. დაივიწყეთ გულახდილ და აშკარა ტანსაცმელი.
ვიცი, ვიცი, რომ თქვენ გინდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ჩაიცვათ ძალიან მსუბუქათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიდიხართ სამსახურში. ამიტომ სიფრთხილით მოეპყარით ფერად კარდიგანებს, ლამაზ ბოლოკაბებს და სამაჯურებს. იცოდეთ რომ საქმიან ტანსაცმელშიც თქვენ გამოიყურებით ლამაზად და სექსუალურად.
4. არ ატაროთ ხასხასა ტანსაცმელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ საქმიანი ტანსაცმლის ტარებისას- ფერი. არ ატაროთ ხასხასა ფერის ტანსაცმელი ოფისში. შეახამეთ ხასხასა ფერები ნეიტრალურ ფერებთან. მაგალითად თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჩაიცვათ ხასხასა ფერის ბოლოკაბა, თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ თეთრი პერანგი. ნუ გეშინიათ ექსპერიმენტების გაკეთება ტანსაცმელთან. მეტი კრეატიულობა!
5.ატარეთ მოკლე მკლავიანი ტანსაცმელი.
ოფისში მიღებულია მოკლე მკლავიანი ტანსაცმლის ტარება მაგალითად მაისურები, კაბები. ზაფხულში ასეთი ტანსაცმელი მოდურია და ლამაზია. მაგალითად აბრეშუმის მაისური ლამაზი სამკაული და თქვენ გამოიყურებით გადასარევად.
6. არ ატაროთ მაისურები ბრეტელებზე.
არასდროს არ ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელი რომელიც აშიშვლებს თქვენს წელს და დეკოლტეს. მაგრამ თუ მაინც და მაინც გადაწყვიტეთ მისი ჩაცმა ზემოდან შემოიცვით ან პიდჯაკი ან კარდიგანი. არ დაგავიწყდეთ თქვენ წარმოადგენთ კომპანიის სახეს!
7.არ ატაროთ ბევრი აქსესუარი.
ზაფხულში მოგიწევთ ბევრი აქსესუარისგან თავი შეიკავოთ ჩანთები, შარფები, ჟაკეტები და სამკაულები უკეთესი იქნება ატაროთ ვანილის ან ბეჟის ფერის. აარჩიეთ ან ტყავის ჩანთები ან ჩანთები გველის ტყავისგან. ასეთი აქსესუარებით თქვენ იქნებით მოდური და გამოიყურებით საქმიანად.
8.არ ატაროთ შავი ჩანთა.
შავი ჩანთა ან საფულე ზაფხულში- საშინელებაა და გამოიყურება უგემოვნოდ. ასეთი ფერის ჩანთა ზაფხულში მსუბუქ ტანსაცმელთან ნამდვილად არ გამოგვადგება თუ რა თკმა უნდა თქვენ არ იცმევთ შავ კაბას. მაგრამ ვინ ჩაიცმევს ზაფხულში შავ კაბას? მე ვფიქრობ რომ არავინ. ამიტომ თეთრი, ვარდისფერი ან ყვითელი ჩანთა იქნება შესანიშნავი ვარიანთი თქვენთვის.
9.ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც თქვენ კარგად სუნთქავთ.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ჩაიცვათ საზაფხულო კაბა ოფისში. მაგრამ დარწმუნდით იმაში რო თქვენი წელი, მხრები და დეკოლტეს ზონა დაფარულია. იყიდეთ ტანსაცმელი თხელი, მსუბუქი ნაჭრებისგან.
10. დაივიწყეთ მინი ბოლო კაბები.
მინი ბოლოკაბა ან ტანზე მომდგარი მოკლე კაბა- ეს არის ყველაზე საშინელი ვარიანტი ზაფხულისთვის და რა თქმა უნდა ოფისისთვის. ასეთ ტანსაცმელში თქვენ გამოიყურებით სექსუალურად და გიხდებათ უფროსსაც მოეწონებით, მაგრამ ეს ტანსაცმელი არაა ოფისისთვის განკუთვნილი. ატარეთ ლამაზი, საქმიანი ტანსაცმელი რაშიც პირველ რიგში თქვენ იგრძნობთ თავს კომფორტულად.

 აი სულ ეს იყო. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი რჩევები. წარმატებებს გისურვებთ! იმიჯმეიქერი: ნათია ყუშიტაშვილი.

საზაფხულო კომბინიზონი- ნივთი მოდური გოგონებისთვის

 საზაფხულო კომბინიზონმა თავისი პოპულარობა კიდევ 2010 წელს მოიპოვა, თუმცა დღემდე პოპულარობით სარგებლობს ბევრი მოდური გოგონას გარდერობში. ეს მოდურია, კომფორტულია და ლამაზია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფასონების და ფერების მრავალფეროვნებაზე.


  როგორ ავირჩიოთ ის კომბინიზონი, რომელიც ჩვენ მოგვიხდება? 

კომბინიზონის არჩევა

 კომბინიზონი- ესაა უნივერსალური ნივთი. ის შეიძლება ვურჩიოთ ნებისმიერი აღნაგობის გოგონას, მაგრამ მოდით მაინც გავარკვიოთ ჩვენი სხეულის ტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთ კომბინიზონი.

მოხდენილ გამხდარ- გოგონებს კომბინიზონს ყველაზე ადვილად ავურჩევთ, რადგან ასეთებს უხდებათ ყველანაირი სტილის კომბინიზონი. შეუძლიათ ჩაიცვან- გრძელიც, მოკლეც, ტანზე მომდგარიც და თავისუფალიც...


  • სხეულის ტიპი ,, ქვიშის საათი"- ასეთი აღნაგობის გოგონებზე საზაფხულო კომბინიზონი შესანიშნავად გამოიყურება. იმისათვის, რომ კარგად გამოვკვეთოთ ქალური ფორმები უნდა ავარჩიოთ კომბინიზონი ან ქამრით ან რეზინით წელზე. თუ თქვენ გაქვთ ვიწრო მხრები არ გირჩევთ უბრეტელო კომბინიზონის ჩაცმას. თუ თქვენ გაქვთ განიერი მხრები მაშინ ყურადღება მიაქციეთ ასიმეტრიულ ფასონებს. მაგალითად ბრეტელი ერთ მხარეზე.



  • ფიგურა ,,მსხალი"- ასევე გაძლევთ საშუალებას ატაროთ კომბინიზონი. იმისათვის რომ გავაერთიანოთ ზედა ტანი და ქვედატანი შეარჩიეთ ისეთი მოდელები, რომლებსაც ექნებათ ან ზბორი ან დეკორატიული რამ ზედა ტანზე.მაგალითად ასეთი:



  • სრულ ქალბატონებს- ასევე შეუძლიათ ატარონ კომბინიზონები. მაგრამ იმისათვის რომ უფრო მსუქნები არ გამოვჩნდეთ არ ატაროთ სადა კომბინიზონები.




რასთან ერთად ვატაროთ კომბინიზონი?
 კომბინიზონი შეგიძლიათ ცალკეც ატაროთ და სხვადასხვა დამატებებითაც და გამოგივათ სხვადასხვა იმიჯი. მაგალითად ატარეთ აქსესუარებით  სათვალით ან თუ უბრეტელო კომბინიზონი გაქვთ ლამაზი კოლიეთი. აქსესუარები აირჩიეთ დიდები მაგალითად დიდ საყურეები. ძალიან ლამაზია მაჯაზე რამოდენიმე ბრასლეტი.


 პლიაჟზე ან თუნდაც სეირნობის დროს შეგიძლიათ თავზე ფარფლიანი ქუდი დაიხუროთ, ატაროთ ჩანთა ან თავზე გაიკეთოთ ლენტი ტანსაცმლის ფერებში. ფეხზე ყოველდღიური სიარულისთვის გამოგადგებათ ტუფლი დაბალ ძირზე ან ბასანოშკები.



 მგონი ერთი შეკითხვით ნაკლები დაგიტოვეთ ხომ? რასთან ერთად ვატაროთ? აკეთეთ ექსპერიმენტები ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად გამოგივათ. წარმატებებს გისურვებთ!!! მუდამ თქვენთვის იმიჯმეიქერი ნათია.



რასთან ერთად ვატაროთ ფერადი შარვლები?

 არ იცი რასთან ერთად ატარო ფერადი შარვლები? შენ გინდა გამოიყურებოდე ხასხასად და გინდა მიიქციო გამვლელების ყურადღება? გინდა გამოიყურებოდე არა ისე , როგორც სხვები და გინდა მიიქციო ყურადღება შენი მადისმომგრგველ ფეხებზე? იმიჯმეიქერი ნათია  დაგეხმარებით ამაში.
 დღეს მე თქვენ მოქცემთ რამოდენიმე რჩევას. რითაც თქვენ შესძლებთ შექმნათ რამოდენიმე იმიჯი ფერადი შარვლების დახმარებით. ვიწრო ფერადი ჯინსები მოდაში შემოვიდა საკმაოდ უეცრად, მაგრამ დაიკავეს საკმაოდ მყარი პოზიცია.


იქამდე მანამ ჩვენ ავარჩევთ ფერად ჯინსებს, მიაქციეთ ყურადღება რასთან ერთად არ შეიძლება ჩავიცვათ ჯინსები.

 ხასხასა ზედა მკვეთრი ნახატებით აქ ნამდვილად უადგილოა. ერთფერიანი სადა ზედა საუკეთესო ვარიანტია. რაც შეიძლება მინიმალური აქსესუარები, რადგან ფერადი ჯინსი ისედაც იქცევს ყურადღებას. და აქსესუარებით იმიჯი გახდება გადატვირთული.
 მაგალითად ამ სეზონზე შემოვიდა მოდაში წვნიანი ნეონის ფერები. და გახდა მთავარი ტრენდი ამ სეზონის.
 ფერადი ჯინსები შესანიშნავად გამოიყურება ზოლიან ტანსაცმელთან,  მაგრამ არც ძაან მკვეთრ ზოლებთან. მაგალითად თეთრ- შავთან, ან თეთრ-ლურჯთან.


    თეთრ-შავი გამა შესანიშნავად გამოიყურება ფერად შარვლებთან.


     თქვენს იმიჯს დაუმატეთ კლეჩატი პერანგი. შესანიშნავია!


     ფერადი პრინტი ან ფეხსაცმელზე ან ჩანთაზე გაანეიტრალებს თქვენს სტილს.


      ფერადი ჯინსი კარგად დაარბილებს ნებისმიერ look- ს როკ სტილში.


     მუქი ყვავილების პრინტი პერანგზე და შავი აქსესუარები.


        გრძელი ვარდისფერი პიდჯაკი და დამოკლებული ფორთოხლისფერი შარვალი.                 ხასხასაა და ორიგინალური!


   კარდიგანი და ბუტილიონები ყავისფერ ფერებში. ეს მხოლოდ პლიუსია!


     მთლიანობაში ფერადი ჯინსების ჩაჩმა შეიძლება სხვა ფერად ტანსაცმელთანაც.           


ტყავის ჟაკეტები იდეალურია ფერად შარვლებთან.


კლასიკა!!!


აქ აქცენტია მკვეთრ მაისურზე და აქსესუარებზე.


  მაშ ასე დღეს ერთი შეკითხვით რით? არის ნაკლები. ნუ გეშინია იყო ხასხასა!
ფერადი ჯინსები უკვე პოპულარულია და მათი ტარება შეგიძლიათ სეირნობის დროსაც,  საღამოებზეც და სამსახურშიც კი. იყავი მოდური, იყავი სულ ტრენდში!!! წარმატებები. 












იდეები თქვენი გარდერობისთვის

 ხანდახან ხდება ისე, რომ ჩვენს გარდერობში სრული არეულობაა.
 ეს იმიტომ ხდება, რომ ნივთები არაკომფორტულადაა დალაგებული.

მაგალითად მანამ მომიწევს ჩემი კლიენტების გარდერობების ანალიზი მე ვათვალიერებ ასეთ სურათებს, ისინი ძალიან მეხმარება. ნახეთ  იქნებ თქვენც რამეში გამოგადგეთ.










მასიური ყელსაბამი. რასთან ერთად ვატაროთ?

 მასიური ყელსაბამი ესაა გაფორმება, რომელიც იქცევს ყურადღებას. თუმცა, ძალიან დიდ ყურადღებას იწვევსმისი გამოყენების შიში ბევრ ქალბატონში. უფრო ადვილია ატარო ის პატარა სამკაული, რომელიც უკვე გამოვცადეთ და რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. მაგრამ ღირს ვცადოთ და გავიკეთოთ ისეთი მასიური სამკაული, რომელიც მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას, და თქვენ ეს მოგეწონებათ. გირჩევთ რომ ყველას გარდერობში მოინახებოდეს ასეთი მასიური სამკაულები.
 მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდის მკაცრი წესები ქალისათვის ასეთი ნივთების ტარების არ არსებობს, მაინც ღირს დავიცვათ რაღაც წესები, რომელზეც მე ეხლა მოგიყვებით.

- თუ თქვენ გადაწყვიტეთ გაიკეთოთ მასიური სამკაული, ეცადეთ რომ ის იყოს ერთადერთი სამკაული თქვენს ჩაცმულობაში. მაგრამ ეს არ არის მკაცრი წესი თუ თქვენ გსურთ გაიკეთოთ ბეჭედი ან საყურეები, გაიკეთეთ, მაგრამ ისეთი რომ იყოს უფრო მოკრძალებული და შეუმჩნეველი. ყურადღებას ვიქცევთ ერთ ნივთზე და ტანსაცმლის შერჩევისასაც ავირჩიოთ უფრო მოკრძალებული ნივთები.
-სამკაული ჰარმონიაში უნდა იყოს თქვენს ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, ჩანთასთან და სხვა ნივთებთან.


-ერთფერიანი უბრალო ტოპი მრავალფეროვან მასიურ ყელსაბამთან არის შესანიშნავი წყვილი.


-ასევე შესანიშნავი იქნება მრავალფეროვანი ტოპი, ერთფერიან სადა მასიურ ყელსაბამთან.


-თუ გსურთ ყურადღება მიიპყროთ თქვენს ზედაზე, რომელსაც აქვს კრუჯავოები, რუშები და ა.შ მაშინ გაიკეთეთ მასზე მასიური ყელსაბამი და ქვედა ბოლო ან შარვალი ეცადეთ იყოს ძალიან სადა.


- და პირიქით ზემოთ ხსენებულზე, თუ ზედას ვირჩევთ მრავალფეროვანს და ქვედას სადას, შეგიძლიათ პირიქითაც შეუხამოთ ერთმანეთს.


-გადასარევად გამოიყურება მასიური ყელსაბამი სწორ ტოპებთან.


-ეფექტური იქნება თუ ყელსაბამს შევუხამებთ ნახატში ჩვენს ტანსაცმლის ანსამბლს.


-ფანტასტიურად გამოიყურება მასიური ყელსაბამი თუ ის ზუსტად ხვდება კაბების, ტოპების და მაისურების ჭრილში.