ჩემს შესახებ

საზაფხულო კომბინიზონი- ნივთი მოდური გოგონებისთვის

 საზაფხულო კომბინიზონმა თავისი პოპულარობა კიდევ 2010 წელს მოიპოვა, თუმცა დღემდე პოპულარობით სარგებლობს ბევრი მოდური გოგონას გარდერობში. ეს მოდურია, კომფორტულია და ლამაზია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფასონების და ფერების მრავალფეროვნებაზე.


  როგორ ავირჩიოთ ის კომბინიზონი, რომელიც ჩვენ მოგვიხდება? 

კომბინიზონის არჩევა

 კომბინიზონი- ესაა უნივერსალური ნივთი. ის შეიძლება ვურჩიოთ ნებისმიერი აღნაგობის გოგონას, მაგრამ მოდით მაინც გავარკვიოთ ჩვენი სხეულის ტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთ კომბინიზონი.

მოხდენილ გამხდარ- გოგონებს კომბინიზონს ყველაზე ადვილად ავურჩევთ, რადგან ასეთებს უხდებათ ყველანაირი სტილის კომბინიზონი. შეუძლიათ ჩაიცვან- გრძელიც, მოკლეც, ტანზე მომდგარიც და თავისუფალიც...


  • სხეულის ტიპი ,, ქვიშის საათი"- ასეთი აღნაგობის გოგონებზე საზაფხულო კომბინიზონი შესანიშნავად გამოიყურება. იმისათვის, რომ კარგად გამოვკვეთოთ ქალური ფორმები უნდა ავარჩიოთ კომბინიზონი ან ქამრით ან რეზინით წელზე. თუ თქვენ გაქვთ ვიწრო მხრები არ გირჩევთ უბრეტელო კომბინიზონის ჩაცმას. თუ თქვენ გაქვთ განიერი მხრები მაშინ ყურადღება მიაქციეთ ასიმეტრიულ ფასონებს. მაგალითად ბრეტელი ერთ მხარეზე.



  • ფიგურა ,,მსხალი"- ასევე გაძლევთ საშუალებას ატაროთ კომბინიზონი. იმისათვის რომ გავაერთიანოთ ზედა ტანი და ქვედატანი შეარჩიეთ ისეთი მოდელები, რომლებსაც ექნებათ ან ზბორი ან დეკორატიული რამ ზედა ტანზე.მაგალითად ასეთი:



  • სრულ ქალბატონებს- ასევე შეუძლიათ ატარონ კომბინიზონები. მაგრამ იმისათვის რომ უფრო მსუქნები არ გამოვჩნდეთ არ ატაროთ სადა კომბინიზონები.




რასთან ერთად ვატაროთ კომბინიზონი?
 კომბინიზონი შეგიძლიათ ცალკეც ატაროთ და სხვადასხვა დამატებებითაც და გამოგივათ სხვადასხვა იმიჯი. მაგალითად ატარეთ აქსესუარებით  სათვალით ან თუ უბრეტელო კომბინიზონი გაქვთ ლამაზი კოლიეთი. აქსესუარები აირჩიეთ დიდები მაგალითად დიდ საყურეები. ძალიან ლამაზია მაჯაზე რამოდენიმე ბრასლეტი.


 პლიაჟზე ან თუნდაც სეირნობის დროს შეგიძლიათ თავზე ფარფლიანი ქუდი დაიხუროთ, ატაროთ ჩანთა ან თავზე გაიკეთოთ ლენტი ტანსაცმლის ფერებში. ფეხზე ყოველდღიური სიარულისთვის გამოგადგებათ ტუფლი დაბალ ძირზე ან ბასანოშკები.



 მგონი ერთი შეკითხვით ნაკლები დაგიტოვეთ ხომ? რასთან ერთად ვატაროთ? აკეთეთ ექსპერიმენტები ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად გამოგივათ. წარმატებებს გისურვებთ!!! მუდამ თქვენთვის იმიჯმეიქერი ნათია.



Комментариев нет:

Отправить комментарий