ჩემს შესახებ

მასიური ყელსაბამი. რასთან ერთად ვატაროთ?

 მასიური ყელსაბამი ესაა გაფორმება, რომელიც იქცევს ყურადღებას. თუმცა, ძალიან დიდ ყურადღებას იწვევსმისი გამოყენების შიში ბევრ ქალბატონში. უფრო ადვილია ატარო ის პატარა სამკაული, რომელიც უკვე გამოვცადეთ და რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. მაგრამ ღირს ვცადოთ და გავიკეთოთ ისეთი მასიური სამკაული, რომელიც მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას, და თქვენ ეს მოგეწონებათ. გირჩევთ რომ ყველას გარდერობში მოინახებოდეს ასეთი მასიური სამკაულები.
 მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდის მკაცრი წესები ქალისათვის ასეთი ნივთების ტარების არ არსებობს, მაინც ღირს დავიცვათ რაღაც წესები, რომელზეც მე ეხლა მოგიყვებით.

- თუ თქვენ გადაწყვიტეთ გაიკეთოთ მასიური სამკაული, ეცადეთ რომ ის იყოს ერთადერთი სამკაული თქვენს ჩაცმულობაში. მაგრამ ეს არ არის მკაცრი წესი თუ თქვენ გსურთ გაიკეთოთ ბეჭედი ან საყურეები, გაიკეთეთ, მაგრამ ისეთი რომ იყოს უფრო მოკრძალებული და შეუმჩნეველი. ყურადღებას ვიქცევთ ერთ ნივთზე და ტანსაცმლის შერჩევისასაც ავირჩიოთ უფრო მოკრძალებული ნივთები.
-სამკაული ჰარმონიაში უნდა იყოს თქვენს ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, ჩანთასთან და სხვა ნივთებთან.


-ერთფერიანი უბრალო ტოპი მრავალფეროვან მასიურ ყელსაბამთან არის შესანიშნავი წყვილი.


-ასევე შესანიშნავი იქნება მრავალფეროვანი ტოპი, ერთფერიან სადა მასიურ ყელსაბამთან.


-თუ გსურთ ყურადღება მიიპყროთ თქვენს ზედაზე, რომელსაც აქვს კრუჯავოები, რუშები და ა.შ მაშინ გაიკეთეთ მასზე მასიური ყელსაბამი და ქვედა ბოლო ან შარვალი ეცადეთ იყოს ძალიან სადა.


- და პირიქით ზემოთ ხსენებულზე, თუ ზედას ვირჩევთ მრავალფეროვანს და ქვედას სადას, შეგიძლიათ პირიქითაც შეუხამოთ ერთმანეთს.


-გადასარევად გამოიყურება მასიური ყელსაბამი სწორ ტოპებთან.


-ეფექტური იქნება თუ ყელსაბამს შევუხამებთ ნახატში ჩვენს ტანსაცმლის ანსამბლს.


-ფანტასტიურად გამოიყურება მასიური ყელსაბამი თუ ის ზუსტად ხვდება კაბების, ტოპების და მაისურების ჭრილში.





Комментариев нет:

Отправить комментарий