ჩემს შესახებ

რა ჩავიცვათ ზაფხულში ოფისში?

 ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც გვაწუხებს ზაფხულის ცხელ დღეებში. ძალიან მნიშვნელოვანია რას ჩაიცმევთ ოფისში. საზაფხულო ტანაცმელი ოფისისთვის უნდა იყოს მოდური, კომფორტული, მსუბუქი და რა თქმა უნდა საქმიანი. თუ თქვენ არ იცით რა ჩაიცვათ, წაიკითხეთ 10 რჩევა: როგორ ჩაიცვათ სამსახურში ზაფხულში. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს რჩევები თქვენ გამოგადგებათ და იმდენად ლამაზად და ელეგანტურად იქნებით ჩაცმულები, რომ თქვენს თანამშრომლებს შეშურდებათ თქვენი.


1. ლამაზი ფეხსაცმელი.
იცით თუ არა, რომ ფეხსაცმელს, რომელსაც თქვენ ატარებთ შეუძლია აცნობოს გარშემომყოფებს თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამსახურთან და თუ რამდენად საქმიანი ბრძანდებით. არ არის აუცილებელი ატაროთ მაღალი ქუსლი, მაგრამ პატარა ქუსლი მაინც უნდა იყოს თქვენს ტუფლზე. ბასანოშკი დაკეტილი ზედა მხარით და ტუფლი ტანკეტკაზე შესანიშნავი ვარიანტებია სამუშაოსთვის. თუ თქვენ არ ხართ ტუფლების ფანატი მაინც მოგიწევთ რამოდენიმე წყვილის ყიდვა თქვენი საქმიანი იმიჯისთვის.
2. არ ატაროთ ვიეტნამკები.
თუ თქვენ სამსახურში მოხვალთ ვიეტნამკებით, თქვენი თანამშრომლები და რა თქმა უნდა უფროსობაც არასწორად გაგიგებენ. არ დაგავიწყდეთ რომ ვიეტნამკები, შესანიშნავი ვარიანტია ზღვისთვის, მაგრამ არა ოფისისთვის. თქვენი ფეხსაცმელი უნდა მალავდეს ფეხს არა მთლიანად, მაგრამ უნდა იყოს მოკრძალიებული და მკაცრი.
3. დაივიწყეთ გულახდილ და აშკარა ტანსაცმელი.
ვიცი, ვიცი, რომ თქვენ გინდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ჩაიცვათ ძალიან მსუბუქათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიდიხართ სამსახურში. ამიტომ სიფრთხილით მოეპყარით ფერად კარდიგანებს, ლამაზ ბოლოკაბებს და სამაჯურებს. იცოდეთ რომ საქმიან ტანსაცმელშიც თქვენ გამოიყურებით ლამაზად და სექსუალურად.
4. არ ატაროთ ხასხასა ტანსაცმელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ საქმიანი ტანსაცმლის ტარებისას- ფერი. არ ატაროთ ხასხასა ფერის ტანსაცმელი ოფისში. შეახამეთ ხასხასა ფერები ნეიტრალურ ფერებთან. მაგალითად თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჩაიცვათ ხასხასა ფერის ბოლოკაბა, თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ თეთრი პერანგი. ნუ გეშინიათ ექსპერიმენტების გაკეთება ტანსაცმელთან. მეტი კრეატიულობა!
5.ატარეთ მოკლე მკლავიანი ტანსაცმელი.
ოფისში მიღებულია მოკლე მკლავიანი ტანსაცმლის ტარება მაგალითად მაისურები, კაბები. ზაფხულში ასეთი ტანსაცმელი მოდურია და ლამაზია. მაგალითად აბრეშუმის მაისური ლამაზი სამკაული და თქვენ გამოიყურებით გადასარევად.
6. არ ატაროთ მაისურები ბრეტელებზე.
არასდროს არ ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელი რომელიც აშიშვლებს თქვენს წელს და დეკოლტეს. მაგრამ თუ მაინც და მაინც გადაწყვიტეთ მისი ჩაცმა ზემოდან შემოიცვით ან პიდჯაკი ან კარდიგანი. არ დაგავიწყდეთ თქვენ წარმოადგენთ კომპანიის სახეს!
7.არ ატაროთ ბევრი აქსესუარი.
ზაფხულში მოგიწევთ ბევრი აქსესუარისგან თავი შეიკავოთ ჩანთები, შარფები, ჟაკეტები და სამკაულები უკეთესი იქნება ატაროთ ვანილის ან ბეჟის ფერის. აარჩიეთ ან ტყავის ჩანთები ან ჩანთები გველის ტყავისგან. ასეთი აქსესუარებით თქვენ იქნებით მოდური და გამოიყურებით საქმიანად.
8.არ ატაროთ შავი ჩანთა.
შავი ჩანთა ან საფულე ზაფხულში- საშინელებაა და გამოიყურება უგემოვნოდ. ასეთი ფერის ჩანთა ზაფხულში მსუბუქ ტანსაცმელთან ნამდვილად არ გამოგვადგება თუ რა თკმა უნდა თქვენ არ იცმევთ შავ კაბას. მაგრამ ვინ ჩაიცმევს ზაფხულში შავ კაბას? მე ვფიქრობ რომ არავინ. ამიტომ თეთრი, ვარდისფერი ან ყვითელი ჩანთა იქნება შესანიშნავი ვარიანთი თქვენთვის.
9.ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც თქვენ კარგად სუნთქავთ.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ჩაიცვათ საზაფხულო კაბა ოფისში. მაგრამ დარწმუნდით იმაში რო თქვენი წელი, მხრები და დეკოლტეს ზონა დაფარულია. იყიდეთ ტანსაცმელი თხელი, მსუბუქი ნაჭრებისგან.
10. დაივიწყეთ მინი ბოლო კაბები.
მინი ბოლოკაბა ან ტანზე მომდგარი მოკლე კაბა- ეს არის ყველაზე საშინელი ვარიანტი ზაფხულისთვის და რა თქმა უნდა ოფისისთვის. ასეთ ტანსაცმელში თქვენ გამოიყურებით სექსუალურად და გიხდებათ უფროსსაც მოეწონებით, მაგრამ ეს ტანსაცმელი არაა ოფისისთვის განკუთვნილი. ატარეთ ლამაზი, საქმიანი ტანსაცმელი რაშიც პირველ რიგში თქვენ იგრძნობთ თავს კომფორტულად.

 აი სულ ეს იყო. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი რჩევები. წარმატებებს გისურვებთ! იმიჯმეიქერი: ნათია ყუშიტაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий