ჩემს შესახებ

Моя фотография

  მე მქვია ნათია  ყუშიტაშვილი , ვარ  ნადია აგეევას სტილის და იმიჯის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, კომპანია LOOKSIMA . INC  (USA)-ის და OKP-STYLE - უკრაინა  (Online office transformation)-ის იმიჯმეიქერ - სტილისტ კონსულტანტი, პრაქტიკოსი იმიჯმეიქერი, პერსონალური სტილისტი, fashion-ბლოგერიcoach (მწრთნელი  სწავლების უფლებით).ჩემი კანალია http://www.youtube.com/channel/UCAMjdXT7Ua1HkVHB0FeHlhQ .ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში.  განათლება მივიღე სტილის და იმიჯის საერთაშორისო უმაღლეს სკოლაში (უკრაინა) და თსუ ი.ჯავახიშვილის სახ.. 

გაიხსნა ნადია აგეევას   სტილის და იმიჯის საერთაშორისო სკოლა (უკრაინა) თბილისში, სადაც მიიღებთ პროფესიულ განათლებას .ქალბატონ ნადია აგეევას სკოლის პრეზენტაციი ვიდეოჩანაწერი.

შეგიძლიათ ახალი პროფესიის შეძენა  (იმიჯმეიქერი, პერსონალური სტილისტი, შოპერი, შენი FASHION ბიზნესი , მოდური ბლოგერი, გადაღებების სტილისტი, FASHION ბლოგერი, გამყიდველი სტილისტი, სტილისტის თვითრეალიზაცია და პრეზენტაცია, ექსპრეს კურსი "ნაჭრები") და არსებული პროფესიის (სტილისტი-დალაქი, ვიზაჟისტი, დიზაინერი, მკერავი, მოდელიერი და ა.შ.) დახვეწა. 

რაც მთავარია სწავლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ პროფესიულ რჩევებს და დახმარებას  საკუთარ ბიზნესის შექმნაში. 

          სწავლება იქნება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფურიც, ქართულ და რუსულ ენებზე. კვირის სამუშაო დღეებში და ვინც მუშაობს მათთვის შაბათ -კვირასაც. გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მომმართეთ.

იმიჯმეიქერი ნათია 557436469

ეწვიეთ ჩემ საიტს imagemaiker.jimdo.com და ჩემ კანალს იუტუბზე http://www.youtube.com/channel/UCAMjdXT7Ua1HkVHB0FeHlhQ

ექსკლუზიური საჩუქრების შეკვეთა შეგიძლიათ natiaimage@mail.ru

ფერების კომბინაცია ტანსაცმელში.

                     
 

ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი და ძირითადად  ტანსაცმელს ყიდულობს საყვარელი ფერის მიხედვით.
 ფერთა კომბინაციის გამოყენება არ არის ადვილი, მაგრამ თქვენ თუ გსურთ, რომ იყოთ ყოველთვის მომხიბვლელი, უნდა შეისწავლოთ ფერების შერჩევის რამოდენიმე წესი.
დაიმახსოვრეთ:
1. თქვენ ყველა ფერი არ გიხდებათ.
2. თქვენ გაგაჩნიათ თქვენი პირადი ტიპი ( რომელიც მიეკუთვნება ერთ ერთ სეზონის ტიპს - ზამთარი, გაზაფხული,ზაფხული, შემოდგომა) და ამ ტიპს მიეკუთვნება გარკვეული ფერები.
3. ყველა სტილში ჭარბობს ერთი ფერი. 



ეხლა კი ვისაუბროთ იმიჯის ფერებზე.

იმიჯის ლურჟი ფერი

ლურჯი ფერი -  ძალის და ავტორიტეტის სიმბოლოა. ეს ფერი უყვარს ინტელეგენციას, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს, მაგრამ იშვიათად იყენებენ. ლურჯის ყველა ფერი, დაწყებული ცისფერიდან და დამთავრებული მუქი ლურჯით აწყნარებს ადამიანს და ამასთანავე სიტუაციას აკონტროლებს. ეს ფერი უხდება საქმიან იმიჯს.
ძალიან ლამაზია ტანსაცმელში შემდეგი ფერების კომბინაცია: ცისფერის და ლურჯის, ცისფერის და  წითელის, ცისფერის და ყვითელის, ცისფერის და რუხის, ცისფერის და თეთრის.
არ შეიძლება კომბინირება ლურჯი ფერის ვარდისფერთან, ყავისფერთან და მწვანესთან.

იმიჯის მწვანე ფერი

უხდება როგორც ქერებს ასევე შავგვრემანებს. ეს ფერი ასვენებს, ზრდის სიცოცხლის უნარიანობას. იმის მიუხედავათ რომ ეს ფერი ნიშნავს მუდმივობას, ხშირად მწვანე ფერის კომბინაცია არასწორედ არის აღქმული სხვების მიერ.
ამიტომ საქმიან შეხვედრაზე არ ღირს წასვლა მწვანე ფერში.




                                                             იმიჯის წითელი ფერი

იმის მიუხედავათ რომ წითელი ფერი არის დომინანტური, ენერგიული არ ღირს ხშირად მისი გამოყენება. იგი მორალურად აწვება პატრონს და მის გარემოცვას,  რა თქმა უნდა თუ  გინდათ გამოხატოთ ღიად თქვენი სექსუალურობა მაშინ ეს ფერი თქვენია.
კომბინაციას ქმნის თითქმის ყველა ფერთან, არ ხდება კომბინაცია მარტო ყავისფერთან და ნარინჯის ფერთან.




3 комментария: