ჩემს შესახებ

რასთან ერთად ვატაროთ შორტები?

 შორტები-შესანიშნავი გამოგონებაა! ფეხებიც ღიაა, მოხერხებულია, არ გეშინია, რომ მოუხერხებლად დაჯდები (მინი ბოლოკაბისგან განსხვავებით). ამიტომაც საზაფხულო გარდერობში დაუყოვნებლივ ღირს შეიძინოთ ერთი შორტი მაინც- თუ ქალაქისთვის არა, მაშინ ქალაქიდან გასვლისთვის.

           

,,როგორ და რასთან ერთად ვატაროთ შორტები? გაგაცნობთ ჩემს ბლოგზე."

მაშ ასე როგორი ზედა შეიძლება შევურჩიოთ შორტებს, რომელიც ზის თეძოებზე?    
შორტები თეძოებზე (ანუ დაბალწელიანი)- კლასიკური მოდელი, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ პრაქტიკულად ნებისმიერ ,,ზედასთან". ოღონდ ასეთ შემთხვევაში ასეთი სტილის შორტებში არ უნდა ჩავიტანოთ მაისური. ის შორტის ზემოდან უნდა იყოს! 

 საერთო წესები- მაისურები, ბლუზები, და სხვა ნივთები, რომლებსაც იცმევთ შორტებთან ერთად არ უნდა იყოს, თვით ამ შორტებზე გრძელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ თითქოს თქვენ დაგავიწყდათ, ქვეშ რამის ჩაცმა)).
 გამონაკლისი- პლიაჟისთვის მსუბუქი, ნახევრად გამჭირვალე ტუნიკები.
თუ შენ შეგიძლია იტრაბახო კარგი ტანით და თეძოებით, შორტებთან შეგიძლია ჩაიცვა, ტანზე მომდგარი ტრიკოტაჟული ტანსაცმელი. (ტოპები, მაიკები და ა.შ.). მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ნაკეცი მუცელზე, მაშინ გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ ან პერანგზე ან ბლუზაზე. ასევე შესანიშნავი ვარიანტია ბლუზები ,,ამპირის" სილუეტის. 


 რასთან ვატაროთ შორტი რომელსაც აქვს მაღალი წელი?

შორტები მაღალი წელით ხშირად იწვევს ბევრ შეკითხვას. თუ მას არასწორად შევუხამებთ ზედას ამით შეიძლება ,,დავაპატარავოთ" სხეული.
 როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
 პირველ რიგში როგორც არ უნდა ვიტრიალოთ ასეთი ტიპის შორტები არ მოუხდებათ ტანით სრულ გოგოებს. თეძოები მასში ჩანს ძალიან განიერი, მუცელიც უფრო ეტყობათ და ფეხები ჩანს მოკლე.
 სამაგიეროდ მისი ტარება შემიძლია შევთავაზო, გამხდარ გოგონებს. ამით ისინი შეიძენენ უფრო ჰარმონიულ პროპორციებს.
 მაღალ წელიანი შორტები იმაზეა გათვლილი, რომ მაისური უნდა ჩაიტანოთ მასში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ტარებას აზრი არ ააქვს. მასზე ზემოდან ჩასაცმელად შესანიშნავად გამოდგება პერანგი, მსუბუქი ბლუზები, ტანზე მომდგარი მაისურები. მაისურის ზემოდან შეგიძლიათ მოიცვათ ჟაკეტი ან ჟილეტი, ოღონდ ის არ უნდა შეიკრათ, ისე რომ ჩანდეს შორტების მაღალი წელი. ასეთი სტილის შორტებზე არ მიდის განიერი ბლუზები და მაისურები, ასევე ,,ღამურა" მკლავები. (განსაკუთრებით თუ თქვენი ტანის ფორმაა ,,ამოტრიალებული ტრაპეცია").


,,სპორტული და პლიაჟის შორტები"
ეს არის ის რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ქალაქის პირობებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში! როგორც არ უნდა კარგი ტანი გქონდეს ასეთი სტილის შორტების ადგილი (მაგალითად მოკლე შორტები რეზინზე) მაინც პლიაჟია, სპორტ დარბაზი ან შენი სახლის მიდამოები, მაგრამ არა მის იქეთ.
 აი ზღვისთვის ან პარკში სარბენად, უბრალოდ შესანიშნავი ვარიანტია, მითუმეტეს რომ მისი ტარება შეგიძლია ნებისმიერ მაისურთან ან ტოპთან.


 როგორი ფეხსაცმელი ან აქსესუარები შეგვიძლია ვატაროთ შორტებთან?
 რაც შეეხება ფეხსაცმელს, მაშინ ამ შემთხვევაში ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია ქუსლი (თუნდაც არა მაღალი თუ არ გინდა ,,შპილკების" ჩაცმა). ქუსლი აგრძელებს ღია ფეხებს და აჩენს მათ უფრო გამხდარს!
 მაგრამ შეიძლება მოგიხდეთ ტუფლები უფრო დაბალ ძირზეც, ეგრედწოდებული სანდალებიც და ვიეტნამკებიც- მთავარია ფეხსაცმელი ხელსაყრელი იყოს ამა თუ იმ შემთხვევისთვის.
 აქსესუარი, რომელთანაც შორტს ატარებენ ესაა, ქამარი.
 წვრილ ქამარს უყრიან შორტში. (ხოლო რამოდენიმე წლის წინ იყო მოდაში მსხვილი ქამრებიც დაბალწელიან შორტზე).
 ყველაზე აქტუალური ვარიანტია ქამარი წელზე. მას ატარებენ არა შორტზე არამედ , ზემოდან ბლუზაზე ან პერანგზე, რომელიც ავსებს კომპლექტს შორტებით. ამით გადაიჭრება ერთ-ერთი პრობლემა, თუ როგორ გამოვკვეთოთ წელი. 





                                             

1 комментарий: