ჩემს შესახებ

გადაღებების სტილისტი

რატომ არის საჭირო ტანსაცმლის სტილისტი გადაღებების დროს?

ყველა გადაღებებზე  ჟურნალებისთვის თუ რეკლამებისთვის არის ტანსაცმლის სტილისტი , რომელიც გეგმავს გადაღების იმიჯს თავიდან ბოლომდე, ტანსაცმლიდან აქსესუარამდე. ის ქმნის იმიჯს და ამავდროულად აძლევს ტონალობას გადაღებას.

ტანსაცმლის სტილისტი - ეს არის პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის საქმის კურსშია ბოლო ტრენდების შესახებ, რომელსაც აქვს გადასარევი გემოვნება და რაც მთავარია, რომელსაც ხელი მიუწვდება შოურუმების და ბუტიკების კოლექციასთან, ამიტომ სტილისტის დახმარებით შეგიძლიათ გადაიღოთ არა მარტო ლამაზი ტანსაცმელი არამედ ის ნივთები, რომელსაც ბევრი ვერ შეიძენს.

ნებისმიერი პროფესიონალი სტილისტი მუშაობს ან გამომცემლობაში ან ტელეკომპანიებში სადაც მას მისცემენ საგარანტიო წერილს, რომელიც ეხმარება სტილისტს აიღოს ტანსაცმელი გადაღებებისთვის.

როგორც წესია სტილისტს რამოდენიმე დღე სჭირდება იმიჯის შესაქმნელად და მოსაფიქრებლად. ისეც ხდება ხოლმე, ექსტერნი შემთხვევებიც, როდესაც სტილისტს უხდება ნივთების მოძიება ერთ დღეში ან გადაღებების დღეს! ნამდვილი პროფესიონალი ყველაფერს შესძლებს!

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოდ ტანსაცმლის სტილისტის მომსახურება. ის ყოველთვის ითვალისწინებს თქვენს გემოვნებას და სურვილებს და აწყობს იმიჯს, რომელშიც ყველაფერი თავიდან ბოლომდე იქნება გათვლილი და ისეთი იქნება, რომელიც თავში არც კი მოგივიდოდათ!

ზოგი იბნევა იმაზე ფიქრით რომ სტილისტი- ეს არის ადამიანი, რომელიც მაკიაჟს უკეთებს ადამიანს, ვარცხნილობებს და თანაც ტანსაცმელსაც აცმევს. რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი სტილისტები ტანსაცმელში, რომლებიც ვარცხნილობასაც აკეთებენ და მაკიაჟსაც, მაგრამ ეს უფრო დამატებითი უნარია. დამეთანხმეთ, რომ შედეგი უკეთესია, როდესაც ყველა თავის საქმეს აკეთებს.

გამოიყენეთ გადაღებების სტილისტის მომსახურებები, შეუქმენით თქვენს თავს პროფესიონალური იერსახე გადაღებებზე. გაახალისეთ თქვენი თავი ლამაზი სურათებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий