ჩემს შესახებ

ბიზნეს ლედი



 როგორ უნდა შექმნათ ბიზნეს ლედის იმიჯი, როგორ დაანახოთ გარშემომყოფებს, რომ თქვენ ხართ ავტორიტეტული ადამიანი?
  პირველ რიგში შეაფასეთ თქვენი თავი. მიაქციეთ ყურადღება თქვენს შინაგან სხეულს, წელს, სიარულს. და აი აქ გამოჩნდება ნამდვილი ბიზნეს ლედი. მას არ შეიძლება ჰქონდეს დაბალი შინაგანი ქულა, მან უნდა გადალახოს შინაგანი ხმის ნეგატიური გამოძახილები, რომელიც აუცილებლად იქნება. უნდა ისწავლოთ არ მიაქციოთ ამ ხმას ყურადღება, გაიხსენეთ ,,პიგმალიონის ეფექტი". ჩვენ ვიღებთ იმას რისიც გვჯერა. გჯერა რომ იქნები წარმატებული, შენ აუცილებლად იქნები წარმატებული. შინაგანი ხმა კი ბრაზობს- შენ არ ხარ ლამაზი, ვერ იქნები წარმატებული, არაფერი გამოგივა. ეხლა უნდა ისწავლოთ ახალი აზროვნება.
  პირველი წესი ნამდვილი ბიზნეს ლედის ესაა, გიყვარდეს შენი თავი, შენი ფიქრები სავსე უნდა იყოს პოზიტივით.
  შემდეგი ნაბიჯი, როგორც მონახოვს ,, ღირსი მისალმება". თქვენ ამას უნდა ასხივებდეთ, უნდა დაანახოთ ეს ყველას თქვენი შინაგანი მდგომარეობით, მანერებით, საუბრით, ინტონაცოოთ, მოძრაობით.
  თქვენი ხმა უნდა ასხივებდეს ღიმილს, მასში უნდა იგრძნობოდეს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენი პარტნიორით და კლიენტით.
  ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიარულს და ჯდომას მაგიდასთან თქვენი მოძრაობები უნდა იყოს თავდაჯერებული და წყნარი. წელი გასწორებული. თავი აწეული გამოხედვა ღია. გაიღიმეთ თვალებით. ასე ანახეთ, რომ თქვენ ხართ ის ინფორმაცია, რომელიც კომპეტენტურად მიიტანეთ და დადებით პასუხს საჭიროებს.
  თქვენი სამოსი უნდა ანახებდეს, რომ თქვენ ხართ ბიზნეს ლედი და თქვენ ყველა საკითხს გადაწყვეტთ, ასე რომ დაიწყეთ ოფისისთვის  ძირითადი გარდერობის შეგროვება.
  თმა და მაკიაჟი უნდა იყოს ელეგანტური, არაფერი ზედმეტი, ხელები მოვლილი.
  და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ აქსესუარებზე! წვრილმანები ქმნიან სრულყოფილებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий